12 რჩევა თავის სწორად დასაბანად.

0
1214

თავის დაბანის მარტივ და ჩვეულებრივ პროცედურას ბევრი ჩვენგანი ასრულებს არასწორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავესაუბრეთ ექიმს და გავიგეთ, თუ როგორია თმის დაბანის სწორი ალგორითმი და რა ნიუანსები აქვს ამ საპასუხისმგებლო მოქმედებას.

ოდესმე დაგისვამთ კითხვა: რამდენი შამპუნი უნდა დავისხა? რამდენად ხშირად უნდა დავიბანო თმა? ხომ არ ავნებს ეს საშუალება თმას? ეს კითხვები დავუსვით ექიმ-ტრიქოლოგს, რომელმაც გაფანტა ზოგიერთი მითი და გვიამბო, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თმას სწორად.

1. არ მისცეთ თმას დაბინძურების საშუალება

თავი კანის დაჭუჭყიანების მიხედვით უნდა დაიბანოთ. სხვადასხვა ქვეყანაში ტრიქოლოგებისა და დერმატოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, თავის კანსა და თმას უფრო მეტად აზიანებს ჭუჭყი, რომელიც თმის ძირებთან გროვდება და თავიდან დროულად არ ირეცხება. ქონი, მტვერი, ჭუჭყი ბაქტერიების ბუდედ იქცევა, არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, თმის ძირები ვეღარ იღებს სასარგებლო თვისებებს – ყველაფერი ეს ანადგურებს თავის კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანელებს თმის ზრდას.

2. ნუ უფრთხით შამპუნებს

შამპუნები, რომლებზეც მითითებულია, რომ მათი გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება, მაქსიმალურად ნეიტრალური, დელიკატური, ჰიპოალერგიული და არააგრესიული შემადგენლობით გამოირჩევა. შესაბამისად, მათი გამოყენება ნამდვილად შეიძლება ყოველდღე. ეცადეთ, აირჩიოთ შამპუნები სულფატის გარეშე.

3. დაიცავით დაბანის სიხშირე

თავის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროთ, თმის ტიპისა და წყლის ხარისხის გათვალისწინებით.თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, 3-4-დღიანი შესვენების დროს ზედმეტი ქონი დაგროვდება, რაც წვრილი ანთებების გაჩენას გამოიწვევს.

4. წაისვით შამპუნი სწორად

შამპუნის რაოდენობა პრინციპულადაა დამოკიდებული თმის სიგრძეზე. არაა რეკომენდებული მისი უშუალოდ თავზე დასხმაც. პირველ რიგში, ასე რთული იქნება მისი რაოდენობის კონტროლი; მეორეც, შეზღუდულ მონაკვეთზე ზედმეტი კონცენტრირებული საშუალება მოხვდება. ამიტომ, პირველ რიგში, ააქაფეთ შამპუნი ხელის გულებში ან გააზავეთ მცირეოდენ წყალში, მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაწილეთ თმაზე.

5. თავის დაბანის სწორი ალგორითმი

სანამ თავის დაბანას დაიწყებდეთ, დაივარცხნეთ თმა, საგულდაგულოდ ჩამობანა რომ შეძლოთ. დაიბანეთ თავი ყურიდან ყურამდე, ე.წ. პირობითი ხაზების მიხედვით, რის შემდეგაც კეფაზე უნდა გადახვიდეთ. მოძრაობები უნდა იყოს მასაჟისებრი, მხოლოდ თითის დაბოლოებებით, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ ფრჩხილები, კანი რომ არ დაიკაწროს. თავის დაბანის დროს, რეკომენდებულია რამდენიმე წუთით მასაჟის გაკეთება – იგი სასარგებლოა თმის ძირებისთვის.

6. შამპუნის რაოდენობა

აქ ყველაფერი დაბანის სიხშირესა და გამოყენებულ საშუალებაზეა დამოკიდებული. თუ თავის დაბანა ყოველდღიურად გსურთ, ორმაგ აქაფებას აზრი არ აქვს. მან, ვინც თავს კვირაში ორჯერ იბანს, შამპუნი ორჯერ უნდა წაისვას. მეორეც, შამპუნის რაოდენობა შეამცირეთ ორჯერ.

7. წყლის ტემპერატურა

ბევრი უშვებს უხეშ შეცდომას და თავს ძალიან ცხელი წყლით იბანს, რაც ქერცლავს თმას და ააქტიურებს ქონის ჯირკვლების მუშაობას. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა თმის დასაბანად 40-50 გრადუსია. სწორედ ასეთი ტემპერატურული რეჟიმი უწყობს ხელს კანის ქონის გახსნას, ჭუჭყუს მარტივად მოშორებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

8. თმის გავლება ცივი წყლით

დაბანის პროცედურის დასრულება სასურველია გრილი ან ცივი შხაპით, რომელიც ასტიმულირებს თავის თმიანი ნაწილის სისხლით მომარაგებას, აელვარებს თმას.

9. ნიღაბი დაბანის შემდეგ

ნიღბების გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თმის მდგომარეობაზეც, სასურველ ეფექტზეც და მკვებავი საშუალების შემადგენლობაზეც. თუ თმა ძლიერაა დაზიანებული და გაძლიერებულ მოვლას საჭიროებს, წაისვით ნიღაბი ყოველ მეორე დღეს. 8-10 სეანსის შემდეგ, შედეგი უკვე საგრძნობი იქნებან და თქვენც შეძლებთ ამ კოსმეტიკური საშუალების იშვიათად გამოყენებას.

თუ ნიღბის წასმას თმაზე პროფილაქტიკური მიზნით აპირებთ, გააკეთეთ ეს არაუმეტეს 1-2-ჯერ კვირაში. ასეთი პერიოდულობა ოპტიმალურად ითვლება.

10. არ დაგავიწყდეთ ბალზამიც

თმაზე ბალზამი შამპუნით დაბანის შემდეგ უნდა დაიტანოთ. იგი არამხოლოდ ასტაბილურებს თმის pH დონეს, არამედ აელვარებს მას, ანიჭებს აბრეშუმისებრ ტექსტურას, რამდენადაც მის შემადგენლობაში შედის მარტივად რეფლექსირებადი ელემენტები. ბალზამი, აგრეთვე, აგლუვებს გარე ფენას, ანუ თმის ნუნებს, რომლებიც მაში იხსნება, როცა მასზე ტუტე ხვდება – იგივე ხისტი წყალი, შამპუნი, საღებავი ან პერმანენტის ხსნარი.

ბალზამი შეგიძლიათ თმის მთელ სიგრძეზე წაისვათ (ზოგიერთი თვლის, რომ იგი მხოლოდ ბოლოებისთვისაა საჭირო), მათ შორის, ძირებზეც, თუმცა, თავის კანში არ შეიზილოთ. გაიჩერეთ 5-7 წუთით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. თავის კანზე წასმის დროს, არსებობს იმის ალბათობა, რომ ბალზამი ამძიმებს თმას და უკარგავს მოცულობას ძირებთან.

11. გაგრძელება დაბანის შემდეგ

თმის ტიპის მიხედვით, ჩნდება თმის ზეთის, დამცავი სპრეის ან სხვა ურეცხავი საშუალების გამოყენების საჭიროება. ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად, წაისვით რამდენიმე წვეთი ზეთი მშრალ ან ნოტიო თმაზე იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს იგი ზეთზე. გამოიყენეთ ძალიან ცოტა ზეთი, რათა თმას ცხიმიანი ან სველი იერი არ ჰქონდეს.

უნდა იცოდეთ, რომ ეთერზეთების ზემოქმედება დაზიანებულ თმაზე უფრო ეფექტური იქნება, თუ მას სველ თმაზე წაისვამთ. ამიტომ, თუ ზეთს მშრალ თმაზე ისვამთ ხოლმე, დაისველეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საშუალება.

12. თერმული დაცვა

რაც შეეხება თერმულად დამცავ საშუალებებს – მათი გამოყენება აუცილებელია, თუ თმას ფენის ან სხვა გამახურებელი მოწყობილობების გამოყენება სჭირდება. თმა მოწყვლადია გათბობის წინაშე, რამდენადაც იგი კერატინის მყარი ცილისგან შედგება. ტემპერატურის ზემოქმედებით, დაუთოვებული თმის ნუნები (თმის ზედა დამცავი ფენა) წამოიწევა, იხსნება კორტექსი. კერატინი რბილდება და წყალიც ორთქლდება. ცხელი ვარცხნილობის დროს, განსაკუთრებით კი სველ თმაზე, წყალი ორთქლდება და იშლება ცხიმოვანი საპოხიც. თმა იმსხვრევა, ფერმკრთალდება და მყიფდება.

უნდა აღინიშნოს, რომ თერმოდამცავი სპრეიების შემადგენლობაში, როგორც წესი, შედის ნატურალური პროტეინები, E და B5 ვიტამმინები, აგრეთვე, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები. ამ კომპონენტების წყალობით, თმა არამხოლოდ დეზინფიცირდება თერმული ზემოქმედებით, არამედ იძენს დამატებით მოცულობას, რაც ვარცხნილობას უფრო ეფექტურს ხდის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ