აირჩიეთ ბრილიანტი და გაიგეთ თქვენი სიყვარულის შესახებ

0
801

Girl.ge–ს რედაქცია გასართობ ტესტს გთავაზობთ. უბრალოდ მოცემულ სურათზე ერთ–ერთი ბრილიანტი აირჩიეთ და ნახეთ, როგორი ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში.

1. ჩუმად გიყვართ

თქვენი არსებობით გარშემომყოფებს ამშვიდებთ. პარტნიორში ნდობას და ერთგულებას აფასებთ.

2. ჰარმონიულად გიყვართ

ყურადღებიანი და დაფიქრებული ხართ. ყოველდღიურ და სასიყვარულო ცხოვრებაში წონასწორობის შექმნას ცდილობთ. უფრო მეტად გულის ხმას უსმენთ.

3. საიდუმლოდ გიყვართ

თქვენ მგზნებარე და მიმზიდველი ხართ. ჭეშმარიტ ბუნებას იშვიათად ამჟღავნებთ. ძალიან ბევრს არასდროს გასცემთ. ასე საკუთარ თავს ტრავმისგან იცავთ.

4. უსიტყვოდ გიყვართ

პარტნიორისთვის ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ სანაცვლოდ არასდროს არაფერს ითხოვთ. პარტნიორი ამას აფასებს. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, აუცილებლად იპოვით მას, ვინც დაგაფასებთ!

5. ვნებიანად გიყვართ

ფიზიკურად და სექსუალურად მდიდარი ცხოვრებით ცხოვრობთ. პარტნიორი თქვენთან ლოგინში არ იწყენს და თქვენი ენერგია მოსწონს. ფიზიკური სიახლოვის გარეშე ურთიერთობა ვერ წარმოგიდგენიათ.

6. სპონტანურად გიყვართ

სპონტანური და აღტაცებული ხართ. ყოველთვის საკუთარ ინტუიციას ენდობით. თავს თავისუფლად გამოხატავთ და თავისუფალი ცხოვრებით სრულად ცხოვრობთ.