არც მოშუშული და არც შემწვარი. ახლა კომბოსტოს უფრო სწრაფად და მარტივად ვამზადებ, თან გემრიელი გამოდის

0
759

ჩემს მეუღლეს და შვილებს კომბოსტო დიდად არ უყვართ, მაგრამ ამ კერძით ორივე ლოყას ივსებენ და დამატებას ითხოვენ.

რეცეპტი განსაკუთრებით აქტუალურია მარხვის პერიოდში, რადგან სამარხვო პროდუქტებს შეიცავს. თავად რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ რთული მანიპულაციების ჩატარება არ მოგიწევთ. უბრალოდ, ყველაფერი უნდა დაჭრათ. რამდენიმე წუთში კერძი მზად იქნება.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კომბოსტოს ახალ რეცეპტს, რომელსაც მოშუშვა ან შეწვა არ სჭირდება. კერძის მომზადება კიდევ უფრო გამარტივდა. ამ რეცეპტით მომზადებული კომბოსტო იდეალური გარნირი ან დამოუკიდებელი კერძია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ახალი კომბოსტო
  • 1 მსხვილი ხახვი
  • სანელებლები და სუნელები გემოვნებით
  • რამდენიმე სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

პირველ რიგში, ღუმელი ჩართეთ და გააცხელეთ. ასე კერძი კიდევ უფრო სწრაფად მომზადდება.

1. კომბოსტო ისე დაჭერით, როგორც მოგწონთ. ხიკვი ამოაჭერით.

2. ხახვი დაჭერით. დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაჭრით. პირადად, მე წვრილად დაჭრილი მიყვარს.

3. დაჭრილი კომბოსტო და ხახვი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

4. გემოვნებით მარილი მოაყარეთ და სანელებლები დაუმატეთ. მე ცოტა შავ წიწაკას ვუმატებ.

5. მცენარეული ზეთი მოასხით და აურიეთ.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

7. როცა დროს ნახევარი გავა, ანუ 20 წუთი, ღუმელიდან გამოიღეთ და აურიეთ, რომ თანაბრად მომზადდეს. ასე ერთ ადგილას დამწვარი და სხვაგან უმი არ დარჩება.

35-40 წუთის შემდეგ კომბოსტოს კერძი მზად იქნება. კერძი ძალიან არომატული და ღვთაებრივად გემრიელია.

კომბოსტო შემწვარი და მოშუშული არაა, მომზადებაზე 3-5 წუთი დაგვჭირდა, ხოლო დანარჩენი – ღუმელში გამოცხობას.

მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ბოსტნეული – ყაბაყი, ბადრიჯანი, კარტოფილი. ძალიან მარტივი და სწრაფია, რაც მთავარია, გაზქურასთან დგომა არ მოგიწევთ.