
ჩემი მეგობარი ვეგეტარიანელია და უყვარს იმის თქმა, რომ ხორცისმჭამელებს ცუდი სუნი ასდით, ხოლო ვეგანებს სუნი პრაქტიკულად არ აქვთ. ამას სრულად არ ვეთანხმები, თუმცა შემინიშნავს, რომ მავნე კვების პროდუქტების ბევრ მოყვარულს ნამდვილად უსიამოვნო სუნი აქვს. იქნებ, ყველაფერი ინდივიდუალურია, არ ვიცი.
მაგალითად, მე ყველაფერს ვჭამ. ხორციც და თევზიც მიყვარს. არ მესმის მათი, ვინც მხოლოდ მცენარეულით იკვებება. ვფიქრობ, ეს არაბუნებრივია, მაგრამ ეს მათი არჩევანია.
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად პირველ რიგში, სუნის გამომწვევი ბაქტერიების გასამრავლებლად პირობები უნდა შეზღუდოთ. ამ მიზნით გთავაზობთ იაფ ხალხურ საშუალებას, რომელიც ქიმიურ დანამატებს პრაქტიკულად არ შეიცავს.
1–ლი მეთოდი საქმიანი ადამიანებისთვის
იცით თუ არა, როცა მუშაობთ და სამსახურში კონდიციონერი არაა, მაისურები, პერანგები, ყველაფერი მაინც სველდება. შიდა პროცესების შეცვლა არავის შეუძლია, გარედან კი შესაძლებელია. აქ, ორი რამ უნდა გააკეთოთ:
შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ იღლიები ყინულის კუბებით დაიზილეთ. ყინულის კუბები წყლისა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის ნარევით მოამზადეთ. თუ ყინულში ვერ ამატებთ, იღლიები ჯერ ლიმონის წვენით გაიწმინდეთ, შემდეგ ყინულის კუბით. ასე ოფლდენას დაარეგულირებთ და შეამცირებთ კიდეც.
კვირაში რამდენჯერმე იღლიებზე მუხის ქერქის ცივ ნახარშში დასველებული სალფეთქები დაიდეთ. ასე კანს გამოაშრობთ.
მე–2 მეთოდი მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ. მისი სამი ვარიანტი არსებობს.
მოგზაურობის, დასვენების ან შვებულებაში ყოფნის დროს, თუ იღლიები უკვე დაგისველდათ, ეს ზონა საპნით და ცივი წყლით დაიბანეთ (თუ შესაძლებლობა გაქვთ). ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ამ ზონაში იაფი საკვები სოდა წაისვას. სოდა მიკრობებს კლავს და სუნს აქრობს. ოღონდ 5 წუთის შემდეგ ცივი წყლის გადავლება არ დაგავიწყდეთ. რომც არ ჩამოიბანოთ, სოდა ტანსაცმელს არ დააზიანებს. ასე უსიამოვნო სუნს დიდი ხნით მოიშორებთ, სანამ მაღაზიაში გრძელვადიანი მოქმედების დეოდორანტის ყიდვას შეძლებთ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი. ნახევარი ლიმონი იღლიებზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ყველაზე ხელმისაწვდომი და სამგზავრო ჩანთაში მარტივად შესანახი – დიასახლისის საპონი. არა მხოლოდ დაბანის დროს გამოგადგებათ. შეგიძლიათ იღლიებზე წაისვათ და ასე იაროთ. ეს ერთგვარი სასწრაფო დახმარებაა, როცა დეოდორანტი არ გაქვთ და სუნის სრულად გაქრობა გსურთ.