
ერთ დროს ჩემს აგარაკზე ბუგრები დიდი პრობლემა იყო. არ ვიცოდი, როგორ მომეშორებინა ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. არადა ეს პარაზიტები განმეორებით ჩნდება ზაფხულში, მათ შორის სხვადასხვა კულტურების ნაყოფიერების დროს.
ბოლო 2 წელია დანამვის არ მეშინია, უბრალოდ ეფექტურ ხსნარს ვამზადებ. იაფი საშუალება ბუგრებს დიდი ხნით მოგაშორებთ, თან არც თქვენთვის და არც მცენარისთვის საზიანო არაა. ამავე დროს, ჭიანჭველებიც აღარ შეგაწუხებთ.
აი, მიწაზე მუშაობის გახურებული სეზონი დაიწყო. სათბურში პირველი კიტრი გამოჩნდა, ყველა კვალი კულტურებით ათვისებული ჯერ არაა, კარტოფილიც დასარგავია. დროა, მავნებლებზე დაფიქრდეთ. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ სასარგებლო რჩევას, რომელიც მთელი ზაფხული გამოგადგებათ.
უკვე 2 წელია ამ ხსნარს ვიყენებ და აღარ ვღელავ, რომ ბუგრები მცენარეების წვენებს გამოწურავენ. ეს მწერები სწრაფად მრავლდებიან და ამიტომ თვითნებაზე არ მიუშვათ. ასე შეიძლება მცენარე დასუსტდეს და ნაყოფიერება მინიმუმამდე შემცირდეს. ვის არ სურს თუნდაც პატარა ნაკვეთიდან მაქსიმუმი მოსავლის აღება? ამ შემთხვევაში შინაურული ხსნარი გამოგადგებათ.
მხოლოდ მშრალ ამინდში დანამეთ. ამინდის პროგნოზს ყურადღება მიაქციეთ, რომ წვიმა მოსალოდნელი არ იყოს.
ბუგრების საწინააღმდეგო ხსნარი 3 ინგრედიენტით მზადდება. პირველ რიგში, იყიდეთ პატარა ბოთლი რწყილების მოსაშორებელი შამპუნი კატებისთვის. მეორეც, 2 ს/კ მარილი და ამდენივე შამპუნი 3 ლ წყალში გახსენით. კარგად აურიეთ და პულვერიზატორში ჩაასხით. საღამოს ყველა ბუჩქი, ხე, სხვა კულტურა დანამეთ, სადაც ბუგრები არიან. დილით ბუგრები გაქრება, მერწმუნეთ! ხოლო ცვარი ან ღამის ტენი მცენარეებს ხსნარს მოაშორებს!
აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ერთხელ გამოყენება საკმარისია. მთელი სეზონი კულტურებს დააკვირდით, თუ ახალი მწერები შეამჩნიეთ, კვლავ ხსნარით დაამუშავეთ.