აირჩიეთ მთვარე და გაიგეთ რაღაც საინტერესო თქვენს შესახებ

0
830

საკუთარ თავზე რაღაც ახლის გაგება ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია მარტივ ტესტს გთავაზობთ, რომლის დახმარებით საკუთარი თავის უკეთ შეცნობას შეძლებთ.

ტესტი ჩვეულებრივ არჩევანს ეფუძნება: მოცემულ სურათზე აირჩიეთ ერთ–ერთი მთვარე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ვარიანტი 1

თქვენ აქტიური, ენერგიული ადამიანი ხართ, ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. საკუთარ თავსა და ქცევებში დარწმუნებული ხართ. ნამდვილი შრომისმოყვარე ხართ და მიზნების მიღწევას ცდილობთ.

ფიქრობთ, რომ ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როცა ფული აქვს დაზოგილი. გასაგებია, რომ თავადაც მეტის გამომუშავებას ცდილობთ.

ოღონდ ასეთი თვითკრიტიკული ნუ იქნებით. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ, როცა შეცდომებს უშვებთ. ეს მიიღეთ, ამაზე იმუშავეთ და არ უარყოთ.

გახსოვდეთ, უფრო მნიშვნელოვანია მიზნებს მიაღწიოთ, ვიდრე არ სცადოთ და შემდეგ საკუთარი თავი დაადანაშაულოთ.

ვარიანტი 2

კეთილი, გულისხმიერი და ემოციური ადამიანი ხართ. ცხოვრებას პრაქტიკულად უყურებთ.

გარშემო სამყაროს მიმართ მგრძნობიარე ხართ, ცდილობთ ირგვლივ ესთეტიკური სილამაზე და ემოციური კომფორტი შეიქმნათ.

დილამდე შეგიძლიათ ფილმებს უყუროთ, საყვარელ მუსიკას უსმინოთ. კვებას ყურადღება მიაქციეთ. მასში შედის ბევრი კვების პროდუქტი, რომლებიც თქვენს ენერგეტიკულ დონეს ამცირებენ.

საკუთარი თავის მიმართ უფრო ყურადღებიანი, ორგანიზებული იყავით და ასე ბევრ რამეს შეძლებთ, ბედნიერებას მოიპოვებთ.

ვარიანტი 3

ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ძალიან გსურთ, იგრძნოთ, რომ ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ხართ. თქვენი და თქვენი ახლობლების კეთილდღეობა მნიშვნელოვანია.

მეგობრობას აფასებთ. თქვენთვის მეგობრობა „ორმხრივობასთან“ ასოცირდება. ღალატის გეშინიათ. თქვენი მთავარი ამოცანაა, ადამიანების ნდობა ისწავლოთ და ღალატის შიში გაუშვათ.

დაიმახსოვრეთ: თუ მუდმივად შიშში იცხოვრებთ, საბოლოოდ ჭკუიდან გადახვალთ.

მეგობრების არჩევას სერიოზულად უყურებთ. სწორედ ამიტომ, ძალიან ცოტა, მაგრამ ნამდვილი მეგობრები გყავთ, რომელთაც ენდობით. ნუ გეშინიათ, ენდეთ!

ვარიანტი 4

თქვენ ალტრუისტი ხართ. ყოველთვის გსურთ სხვებს დაეხმაროთ და კეთილი საქმეები აკეთოთ. კეთილი და გულისხმიერი ხართ. ყურადღებას აქცევთ, რომ სხვების სურვილი და მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყოს.

დასვენებას, საკუთარ სურვილებს სათანადო დროს არ უთმობთ. სხვების აზრზე დამოკიდებული ხართ.

საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ, თქვენი მნიშვნელობა აღიარეთ და სხვებზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ.

ნიჭიერი, ემოციური და მგრძნობიარე ხართ. ეს გამოიყენეთ და თქვენი მომავლის შენება ახლავე დაიწყეთ.

ვარიანტი 5

ცნობისმოყვარე და თავაზიანი, კარგი მანერების მქონე ადამიანი ხართ. ობიექტური ხართ და ახლის შესწავლა გიყვართ.

დიახ, თქვენ კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ ნათესავების და უახლოესი მეგობრების წრეში დროის გატარება უფრო გიყვართ. ამის მიუხედავად, ხშირად გსურთ განმარტოება.

თქვენს თავში ხშირად ქაოსია, ამიტომ დროდადრო სტრესი და უძილობა გაწუხებთ.

შინაგან ხმას მოუსმინეთ, ინტუიციას ენდეთ. ასე ჰარმონიას მოიპოვებთ და უფრო ბედნიერი და მშვიდი გახდებით.

ვარიანტი 6

მომთმენი, მშვიდი ადამიანი ხართ. ირგვლივ ჰარმონიის და სიმშვიდის ქონა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ აბსოლუტურ სიჩუმეში ყოფნა გიყვართ. წვრილმანები ბედნიერებას განიჭებთ.

მეგობრებთან და ახლობლებთან დროის გატარება გიყვართ. საკმაოდ ენერგიული და აქტიური ხართ, მაგრამ ზოგჯერ ხმაურიდან და ბრბოდან გაქცევა და სადმე წყნარ ადგილას ცხოვრებით დატკბობა გსურთ.

მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობთ და ამ ფიქრებით თავს იტანჯავთ. აღიარეთ, რამდენჯერ წაახდინეთ დღე ასეთი ფიქრებით. როცა მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, გავიწყდებათ, რომ აქ და ახლა ცხოვრობთ და ბედნიერი ახლა უნდა იყოთ.