
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ კიდევ ერთ შესანიშნავ საშუალებას, რომელიც კანს კარგად ატენიანებს და ასწორებს. მას საკმაოდ ხშირად ვიყენებ, რადგან ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ხშირად შინაურული ნიღბების შემდეგ არა ნაყიდ კრემს, არამედ ამ საშუალებას ვისვამ.
ინგრედიენტები მარტივი და ხელმისაწვდომია, მომზადება 3 წუთზე მეტს არ წაგართმევთ. სახეზე, თვალების ქვეშ, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე, ასევე ხელებზე წაისვით. ეფექტურად და სწრაფად მოქმედებს. თუ შედეგის დანახვა გსურთ, ხელებზე წაისვით – კანი მყისიერად, ერთ წუთში გასწორდება. ამ ჯადოსნურ საშუალებაში შედის:
- გლიცერინი: კანს შესანიშნავად ატენიანებს და ნაოჭებს ასწორებს.
- E ვიტამინი: ახალგაზრდობის ვიტამინი, რომელიც კანის აღდგენას ხელს უწყობს.
- ქაფურის ზეთი: კანს ჭიმავს და ჩამოწელვას ებრძვის.
მითითებული ინგრედიენტები აურიეთ და სუფთა სახესა და ყელზე წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ. ჩამობანა საჭირო არაა. ეს ნარევი აუცილებლობის მიხედვით გამოიყენეთ. ახლა ყოველდღე ვიყენებ, ნიღბების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების (შინაურული თუ მაღაზიის) გამოყენების წინ აუცილებელია მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტაროთ. დარწმუნდით, რომ ეს საშუალება გიხდებათ.