
როცა ხალხი იგებს, რომ ჩემი კანის სილამაზის შესანარჩუნებლად შინაურულ ნიღბებს და კრემებს ვამზადებ, თავის მოვლის პირად მეთოდებს მიზიარებენ.
ასე დაქალის ბებიამ თავისი სილამაზის საიდუმლო გამიმხილა. მან მიამბო ნიღბის შესახებ, რომელიც ღრმა ნაოჭებს ამცირებს, კანს აძლიერებს, ჭიმავს, ატენიანებს, უფრო ელასტიურს, მკვრივს და თანაბარს ხდის. ქალმა მთელი ცხოვრება კავკასიაში გაატარა და ნიღბისთვის აუცილებელი ინგრედიენტები ყოველთვის ხელთ აქვს.
ნიღაბში შემავალი ყველა ინგრედიენტი კარგია, სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია ამ საოცარი ნიღბის რეცეპტს გიზიარებთ. ჩვენ E ვიტამინი დავუმატეთ.
ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ბებია მხოლოდ მზესუმზირას ზეთს იყენებს, რადგან ზეთი კანს არ აშრობს, პირიქით, კარგად ატენიანებს. თუ გარგარის ზეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ზეთით ჩაანაცვლოთ, რომელიც მოგწონთ. მაგალითად, ავოკადოს, ზეითუნის, ატმის და ნუშის ზეთი.
კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ, კვერცხის გული მინის ჭურჭელში მოათავსეთ და ათქვიფეთ. მზესუმზირას ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. გარგარის ზეთი და ვიტამინი დაუმატეთ და ძალიან კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
წინასწარ გასუფთავებულ სახეზე ნიღბის ერთი ფენა წაისვით და ცოტა გაშრობა აცადეთ. შემდეგ მეორე ფენა გადაისვით და ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში 3–ჯერ, 1 თვის განმავლობაში გაიკეთეთ. ნიღაბი შეგიძლიათ ყელის და დეკოლტეს ზონაზე, ასევე ხელებზე წაისვათ.
სასიამოვნო პროცედურას გისურვებთ!