ლიუშერის ფსიქოლოგიური ტესტი: გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი

0
605

ლიუშერის უნიკალური ფსიქოლოგიური ტესტი 1948 წელს გამოიგონეს. იმ დროს ეს ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ფსიქიატრიაში გრანდიოზული მოვლენა იყო. ტესტს პოპულარობა არ დაუკარგავს, პირიქით, ამ მეთოდს თანამედროვე სპეციალისტები დღემდე წარმატებით იყენებს.

Girl.ge–ს რედაქცია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ეს ტესტი ექიმთან კონსულტანციის გარეშე გაიაროთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ტესტი სანდო შედეგებს გაჩვენებთ. ასე რამდენიმე წუთში თქვენი ფსიქოტიპის დადგენას შეძლებთ.

როგორ გამოიყურება ტესტი

სურათზე გამოსახულია 8 სხვადასხვა ფერის მართკუთხედი. თქვენი ამოცანაა – ერთ–ერთის არჩევა. არჩევისას მხოლოდ საკუთარ ქვეცნობიერს ენდეთ.

მნიშვნელოვანი პირობა ტესტის გასავლელად:

  • ფერის შერჩევისას ტანსაცმელში ფერების უპირატესობა არ გამოიყენოთ.
  • მეხსიერებაში თქვენს საყვარელ ფერებს არ გადახედოთ.
  • ტესტის შედეგებს წინასწარ არ გადახედოთ.

ტესტის გავლამდე მოდუნდით. ახლა სურათს შეხედეთ და მართკუთხედი სწრაფად აირჩიეთ.

შედეგები და მართკუთხედის ფერების მნიშვნელობა:

შავი: მარტოობა ხშირად გსტუმრობთ, მაგრამ უკვე იცით, როგორ გაუმკლავდეთ. სითბო და ზრუნვა გჭირდებათ, მაგრამ სისუსტის გამოვლენა არ შეგიძლიათ. საკუთარ პრობლემებს ყოველთვის დამოუკიდებლად აგვარებთ, თუმცა პასუხისმგებლობის სხვების მხრებზე გადატანის წინააღმდეგი არ ხართ. სხვების გავლენას უარყოფთ.

ნაცრისფერი: ყოველთვის ფიქრობთ, სანამ მოქმედებთ. თავის მოჩვენება არ გიყვართ. ნაზი და სულიერი ადამიანი ხართ მდიდარი შინაგანი სამყაროთი. ზოგჯერ ორჭოფობთ, მოქმედებების სისწორეში ეჭვი გეპარებათ. ნაცრისფერ ყოველდღიურობაში კაშკაშა მომენტები გჭირდებათ.

წითელი: შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ვნებიანი და ემოციური ხართ. ემოციების მოზღვავებასთან ერთად მიზანდასახულიც ხართ. გაუწონასწორობა არ გემუქრებათ. ერთნაირად შეიძლება გიყვარდეთ და გძულდეთ. თქვენთვის ადამიანის წყენინება არაფერია. გარდა ამისა, ვერც ამჩნევთ, ამას როგორ აკეთებთ. თქვენი ვნება და დაუოკებელი ენერგია გარშემომყოფებს მუხტავს.

ყავისფერი: პრაქტიკულობა თქვენი მეორე „მეა“. პრობლემის მოსაგვარებლად ღრუბლებში ფრენას არ დაიწყებთ. ოცნებები და იდეებიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არაა. მხოლოდ ფაქტები და მტკიცებულებები გაინტერესებთ, ამიტომ ყოველთვის აწმყოთი ცხოვრობთ და სიტუაციებს და საგნებს რეალისტურად უყურებთ. ჩარჩოები გაქვთ, რომლიდანაც გამოსვლა არ გსურთ, ამიტომ თქვენგან გრანდიოზული ნაბიჯები არარეალურია.

ყვითელი: ოპტიმისტი, ყოველთვის გულახდილი და პოზიტიური ხართ. სხვებს თქვენი კომუნიკაბელურობის და კეთილი ბუნების გამო უყვარხართ. ცხოვრებაში ყველაფერი საინტერესოდ გეჩვენებათ, ამიტომ უამრავი ჰობი გაქვთ. უბრალო და მარტივი ნივთებით სიხარულის უნარი ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვის უნარს გაიძულებთ.

ცისფერი: ყველაფერში სიმშვიდე და კომფორტი გაინტერესებთ. თავდაჯერებულობა და საკუთარ თავთან ჰარმონია სხვადასხვა „კლასის“ ხალხთან ურთიერთობაში გეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ ოცნება და ამაში დადებითი მომენტების დანახვა. თქვენთან ყოფნა ადამიანს სიმშვიდეს გვრის. ბუნებით რომანტიკოსი ხართ, ამიტომ ხალხის ქაოსი სწრაფად გბეზრდებათ. ღრმა ადამიანი ხართ და გირჩევნიათ, დრო სერიოზულ საქმეს დაუთმოთ.

მწვანე: თქვენი ცხოვრება ყველა ასპექტით მდიდარია. პოტენციალი და მიზანდასახულობა ნებისმიერი მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. გიყვართ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ერთ ადგილას არასდროს ზიხართ, მიზნისკენ ყოველთვის შეუპოვრად მიიწევთ. მხარდაჭერის გარეშე საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას კარგავთ.

იასამნისფერი: ბუნებით ცნობისმოყვარე მისტიკოსი ხართ. ყველაფერი, რაც გაინტერესებთ, გიტაცებთ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ იასამნისფერი სიმშვიდის ფერია. თუმცა თქვენ ამ პრინციპს უპირისპირდებით. განწყობა ხშირად გეცვლებათ. თქვენ შეიძლება იყოთ აქტიური ან უკიდურესად პასიური. შინაგანი ჰარმონიის მიღწევას ცდილობთ, მაგრამ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიხართ. ასე მხოლოდ შემოქმედებითი ხალხი იქცევა.