ტაროს კარტის შეტყობინება. აირჩიეთ ერთ–ერთი და გაიგეთ, რა გელით მომდევნო 7 დღეში

0
997

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტ–მკითხაობას ტაროს კარტით. აირჩიეთ ერთ–ერთი ტაროს კარტი და ნახეთ, რა გელით მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

ტესტის გასავლელად მოდუნდით, დამშვიდდით და მომავალ დღეებზე დაფიქრდით. ახლა ერთ–ერთი კარტი აირჩიეთ. რომელი კარტიც დაგიძახებთ, ის აირჩიეთ!

გადმოაბრუნეთ და შეტყობინება წაიკითხეთ!

1–ლი კარტი: პენტაკლების დედოფალი

არავის მოუსმინოთ!

მომდევნო 7 დღის განმავლობაში მანიპულირების უფლება არავის მისცეთ. დაგეგმილი საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად გააკეთეთ. თქვენ ხომ იცით, კარგი ღვინო წლები მწიფდება. თქვენი გრძელვადიანი გეგმები არ დაივიწყოთ და ვენახი მოთმინებით და გულმოდგინედ დაამუშავეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს უხვი მოსავალი მიიღოთ.

თქვენ შეიძლება კეთილ ქალს შეხვდეთ, რომელსაც დიდი დედობრივი გული ექნება. ეს შეხვედრა თქვენს ბედში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მის რჩევებს მოუსმინეთ.

მე–2 კარტი: 8 ხანჯალი

თუ ეს კარტი აირჩიეთ, მოვლენები ძალიან სწრაფად ჩაგიქროლებთ, ხელს ჩაგკიდებთ და ემოციების და გარემოებების ქარიშხალში გაგიტაცებთ. ეს კარტი სიჩქარეს ნიშნავს. ზოგჯერ სიმშვიდეს და ნებისმიერი საქმიდან პოზიტიურ გამოსავალს გულისხმობს.

ტაროს კარტი გეუბნებათ, რომ მომდევნო 7 დღეში ყველა მიზანს მიაღწევთ და შესაძლოა ჩაფიქრებული უფრო სწრაფად განახორციელოთ, ვიდრე ელოდით.

ეს კარტი ახალი ურთიერთობის დაწყების ან რაიმე მოულოდნელი, სასიამოვნო ცვლილებების პროგნოზს იძლევა. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენი მიზნები მიღწევადია და ჩაფიქრებულის განხორციელების დიდი შანსი გაქვთ.

გრძნობა, რომელსაც ეს კარტი იწვევს, სწრაფად დაგიპყრობთ. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, როცა გააცნობიერებთ, რომ ყურებამდე შეყვარებული ხართ.

ამ კარტით გარემოება თითქოსდა სწორ ხაზზე ლაგდება და ყველა შუქნიშანი „მწვანეს“ გინთებთ.

კიდევ წამიც და რაღაც უკეთესობისკენ ძალიან შეიცვლება. ამ კარტით თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი მოვლენები, სასიამოვნო სიურპრიზები შემოვა.

მე–3 კარტი: 3 პენტაკლი

მოემზადეთ! სასიამოვნო სიურპრიზი გელით!

წერილს მიიღებთ ან თქვენთან მოვლენ ან სამსახურში შეტყობინებას მიიღებთ. თუ რაღაც მსგავსის იმედი არ გქონდათ, ბედნიერ შემთხვევას ხელი შეუწყვეთ და საკუთარი ბედნიერება მოძებნეთ. გააკეთეთ ის, რასაც დიდხანს ვერ წყვეტდით, რაღაც ახლით დაკავდით ან ლატარეის ბილეთი შეიძინეთ.

ერთმნიშვნელოვნად, ამ პერიოდში საქმეში წარმატება გელით. საკუთარ იღბალს ენდეთ, მაგრამ სიხარულის შენარჩუნება უნდა იცოდეთ. ეს შეიძლება იყოს ხელფასზე დანამატი და ახალი ურთიერთობის წარმატებული დასაწყისი.

მე–4 კარტი: ხმლების პაჟი

დღეს ქარი თქვენს წინააღმდეგ ქრის. მოემზადეთ!

დიდი ალბათობით, კრიტიკა გელით, თქვენს შემოთავაზებას უარყოფენ. ამისთვის მზად იყავით და დაუყონებლივ ბრძოლაზე არ გადახვიდეთ. სავარაუდოდ, კრიტიკა ბევრ ღირებულს შეიცავს. მოუსმინეთ და ბევრი რამ ცხადი გახდება.

მიიღეთ ფაქტი, რომ რასაც მიიღებთ დამსახურებული და კანონზომიერია.

მე–5 კარტი: უფროსი არკანი, 1–ლი ჯადოქარი

ნებისმიერი წამოწყება, ნებისმიერი იმპულსი, ასევე ახალ საქმეში პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კარტით იწყება.

საქმე იმაშია, რომ ჯადოქარი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: იდეას, როგორც პირველ ნაპერწკალს; ენერგიას მის გასახორციელებლად და ადამიანს, რომელიც მას იღებს. პირველი ორი კომპონენტი ამ კვირაში შეიძლება სრულად გამოვლინდეს.

ზოგჯერ ჯადოქარი გატყობინებთ, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობა, ახალი იდეა ან პრინციპულად სხვა მიმართულება, რომელშიც სჯობს განვითარდეთ. ეს კარტი ახალი პროფესიის, სამსახურის, მაცდური ბიზნეს იდეის მნიშვნელობას ატარებს და რთული პრობლემის გადასაჭრელად გზას გაჩვენებთ.

ურთიერთობის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს ახალ ნაცნობობას, რომელიც არსებული გამოცდილებისგან პრინციპულად განსხვავებული იქნება. ასევე შეიძლება არსებულ ურთიერთობაში ცვლილებებზე საუბრობდეს.

იქ, სადაც ეს კარტი ამოდის, კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების შესაძლებლობა ჩნდება, შესაძლებლობა, რომ სიტუაციას გადახედოთ და დაინახოთ ის, რის ხარჯზეც სიტუაცია უფრო ნაყოფიერი და პოზიტიური გახდება.

ზოგჯერ ჯადოქრის კარტი გულისხმობს შემოქმედებით აფეთქებას, საკუთარ თავში იმის აღმოჩენას, რაც ადრე თავს არ იჩენდა. ამ კარტით მოულოდნელად თქვენს შემოქმედებით ნიჭს ან საქმეში შესაძლებლობას გამოავლენთ, თუმცა თავდაპირველი იმპულსი მარტივი გზის გარანტიას არ გაძლევთ.