მდგომარეობის ტესტი: აირჩიეთ თქვენი ენერგეტიკული სურათი

0
783

ენერგეტიკული სურათები ერთგვარი გასაღები ან შუქურაა, რომელიც გარკვეულ განწყობას, მდგომარეობას, შეტყობინებას და სიგნალს გაძლევთ, თუ საით იმოქმედოთ. სურათის არჩევით ადამიანი თავად პასუხობს კითხვას, თუ რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა. საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი მეთოდი არსებობს. მაგალითად, რუნები, „ცვლილებების წიგნი“, ტაროს კარტი, მეტაფორული ბარათები, არომატების ტესტი და ა.შ. ყველა მუშაობს. წინამძღოლი ყოველთვის თქვენი ქვეცნობიერია.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს ენერგეტიკული ნახატებით, რომლებიც დარია შეპელევამ შექმნა. ის მხატვარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, არტ–თერაპევტი, პოეტი, არტ მეგზურია შემოქმედებითი საწყისის გამოსავლენად. დარია წერს პერსონალურ ენერგეტიკულ ნახატებს, მანდალებს, ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტანციებს ატარებს, შემოქმედებით და არტ–თერაპიულ ჯგუფებს ხელმძღვანელობს.

ტესტის გავლა მარტივია: თვალები დახუჭეთ, რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ/ამოისუნთქეთ, საკუთარ მეს და მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. თვალები გაახილეთ, აირჩიეთ ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. ამის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები და შეტყობინება წაიკითხეთ.

1. “ჰიმალაი“, 60*70, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2011 წ.

ჰიმალაი – სიხარულის და ცხოვრების დღესასწაულის სიმბოლო. თქვენთვის ახალი ჰორიზონტები იშლება. თქვენი სურვილები, მიზნები, „მწვერვალები“, „მთები“ კარგად ჩანს. დიახ, ისინი დიდია, შესაძლოა იმდენად გრანდიოზული, რომ სუნთქვას გიკრავდეთ.

ფერადი მზე აქტიურ იან მამაკაცის ენერგიას გამოსახავს, მთები – საფუძველს, წყალი ქალურ დენადობას და ცვალებადობას.

მზად ხართ თქვენი დანიშნულება შეასრულოთ, მატერიალურ სამყაროში იმოქმედოთ. თავად გზის გავლაც სიხარულს გვრით.

ნახატის რეკომენდაცია

თუ „ჰიმალაი“ აირჩიეთ, ქვეცნობიერი მიგანიშნებთ, რომ თქვენი ცხოვრების ზეიმი გსურთ. ადამიანი ღვთიურის მეგზურია დედამიწაზე, სადაც ზეცა და მიწა ხვდება. ცხოვრებაში სიხარული და ზეიმი სხეული–სულის კავშირს მოაქვს. როცა ეს კავშირი დავიწყებულია, სამყარო უფერულდება. თქვენი ღვთიური ბუნება არ დაგავიწყდეთ!

ნახატის შეტყობინება

თქვენ სწორ გზაზე ხართ! როცა თქვენ შიგნით ღვთიურ საწყისს უკავშირდებით და გულის ხმას მიყვებით, ყველაფერი, ნებისმიერი მწვერვალი ხელმისაწვდომია!

2. “სიუხვე“, 50*70, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2012 წ.

სიუხვე მდგომარეობაა. სურათი ამბობს, რომ სამყარო თავისი არსით უხვია, მისი რესურსები შეუზღუდავია. მასში ყველაფრისთვის არის ადგილი, რასაც ისურვებთ – მატერიალური, სულიერი, აზრობრივი და ემოციური. თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეავსებთ ცხოვრებას.

ნახატის რეკომენდაცია

დრო მოვიდა დაემშვიდობოთ დოგმებს, შიშებს, რომლებიც სიუხვისკენ, აყვავებისკენ, სიხარულისკენ, ჯანმრთელობისა და სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე გაფერხებთ, გაბრკოლებთ. რაც უფრო ნაკლები ქვაა გზაზე, მით უფრო სავსეა სიუხვის მდინარე.

ნახატის შეტყობინება

თქვენი სიუხვე მიიღეთ და გამოავლინეთ. ის, რასაც სხვებს უზიარებთ, გამრავლდება!

3. “4 სტიქია/მე-5 ელემენტი“, 40*60, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2013 წ.

თითოეული ადამიანი ელემენტების, დედამიწაზე არსებული სტიქიების უნიკალური კომბინაციაა. მასში ოთხივე ელემენტი (მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი) მეხუთე ელემენტით, სიყვარულით გაერთიანებულია.

ნახატის რეკომენდაცია

საკუთარი თავის შეცნობის და თქვენი უნარების აღმოჩენის საოცარი დრო დგება. როგორი ხართ? რა განსაკუთრებულ თვისებებს ფლობთ? ახალი თვისებები გამოცადეთ. შემოქმედებაში ამ ცდების ხარჯზე ხალხთან ურთიერთობაში ახალ საზღვრებს აღმოაჩენთ.

ნახატის შეტყობინება

ცხოვრება საოცარი მოზაიკაა. ყველაფერი, რაც შიგნითაა, ფიქრები, მდგომარეობა, სურვილი, მოვლენებზე და გარშემომყოფებზე აისახება. ყურადღებით იყავით, სამყაროს ნიშნებს გაჰყევით.

4. “ქალური უსასრულობა“, 40*60, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2013 წ.

სურათზე დედამიწასთან გაერთიანებით ღვთაებრივ ქალურ ბუნებასთან, თავად ცხოვრების ბუნებასთან, ენერგიასთან (დნმ–ს სპირალი) კავშირს ასახავს. დედამიწა გაჯერებულია თავისი საჩუქრებით და ცეცხლოვანი ენერგიით, საკუთარი სუნთქვით გვავსებს.

თუ ეს სურათი აირჩიეთ, ახლა ეს კავშირი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი შეგრძნების, მასთან დაკავშირების მოთხოვნილება გაქვთ.

ახალი ყლორტის დაბადება დედამიწის და ცის, ქალის და კაცის თანხვედრის შედეგად ხდება.

ნახატის რეკომენდაცია

საკუთარი არსის აღდგენა ბუნებასთან კავშირით ხდება. მეტი ისეირნეთ, ნაცრიან მინდორში ფეხშიშველა იარეთ, მიწაზე დაწექით, ყვავილები შეისუნთქეთ, ბუნებრივ წყალსაცავებში იბანავეთ, ხეებს ჩაეხუტეთ.

აირჩიეთ ნებისმიერი შემოქმედებითი მიმართულება, რომელიც სიხარულს გვრით (ცეკვა, სიმღერა, ხატვა, კულინარია და ა.შ.). აბაზანის, არომათერაპიის მიღებით საკუთარ სხეულს სიხარული მოგვარეთ.

ნახატის შეტყობინება

საკუთარი თავი შეიყვარეთ, გაახარეთ, გაუკეთეთ საჩუქრები, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. საკუთარი სხეული გიყვარდეთ, მისთვის სითბოს და ზრუნვის ჩუქება არ დაგავიწყდეთ. ბრძოლა შეწყვიტეთ. ისიამოვნეთ და ნახეთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.

5. “ფრენა“, 30*30, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2016 წ.

სურათი სიხარულის და სიმსუბუქის, საკუთარ თავთან, სურვილებთან, სულთან კონტაქტის, სილამაზის და თავისუფლების შესახებ. თვალი გულის დანახვის სიმბოლოა.

ნახატის რეკომენდაცია

ნდობით და გულახდილობით ფრენის სიხარული იბადება. დახურული გული თქვენს ცხოვრებაში ახლის შემოშვების უფლებას არ აძლევს. როცა გული იხსნება, საზღვრები, სივრცეები ფართოვდება და ახალი შესაძლებლობები ჩნდება.

თუ ეს სურათი აირჩიეთ, ახალი სიახლისკენ სვლის, ახალი საზღვრების ათვისების (ფიზიკური, ტერიტორიული, ემოციური) სურვილი გაქვთ. შესაძლოა, ახლა მოგზაურობისა და აღმოჩენებისკენ ლტოლვა გაქვთ. ინტუიციურად იცით, რა გსურთ და საით წახვიდეთ.

ნახატის შეტყობინება

საკუთარ თავს ენდეთ! გულს მოუსმინეთ! შინაგან ხმას მიჰყევით! და გზიდან აღარ გადაუხვევთ. პასუხები მხოლოდ თქვენ იცით.

6. “იონი და ლინგამი“, 50*60, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2014 წ.

მატერიალურ სამყაროში შემოქმედების მთელი პროცესი ქალის და მამაკაცის ენერგიის კავშირით არის შესაძლებელი.

სურათი აღწერს ექსტაზს, მგრძნობელობას, სიხარულს, ჰარმონიას, ქალის და მამაკაცის ურთიერთქმედებას. თითოეულ ადამიანში ქალური და მამაკაცური ასპექტები არის. როცა თითოეული ენერგია აღიარებული და გამოვლენილია, ბალანსი შესაძლებელია.

ნახატის რეკომენდაცია

თუ ეს სურათი აირჩიეთ, წყვილს ეძებთ ან ახალი ურთიერთობის დალაგება გსურთ. ახლა ქალის და მამაკაცის შინაგანი ბალანსის და ადგილის პოვნა თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ნახატის შეტყობინება

საკუთარი თავი გამოიკვლიეთ! თქვენი ქალური და მამაკაცური თვისებები. ახალი გამოცდილების, ახალი ურთიერთობისკენ სვლის არ შეგეშინდეთ. საკუთარ მგრძნობელობას, სექსუალობას დაუკავშირდით.

7. “ნაყოფიერება“, 30*30, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2016 წ.

სიცოცხლის დაბადება – ქალურ ბუნებაში ჩადებულია. ორსულობა, ნაყოფიერება, დაბადება, ქალურობა, სიუხვე, სილამაზე, ქალის ჯანმრთელობა – ნახატი სწორედ ამის შესახებაა.

ნახატის რეკომენდაცია

ნახატი ორსულობას აკურთხებს. ამასთან შესაძლებელია არა მხოლოდ ბავშვის ტარება, არამედ იდეის, წიგნის, ხელოვნების ნიმუშის, ნებისმიერი ქმნილების, რომელიც შემდეგ დაიბადება.

ნახატის შეტყობინება

გააგრძელეთ!

8. “ტრანსფორმაცია“, 50*70, ზეთი, ტილო მუყაოზე, 2012 წ.

ტრანსფორმაცია ენერგიის ერთი ხარისხიდან მეორეში გარდაქმნას ასახავს. ცნობიერების, სხეულის დონეზე გარდაქმნას. ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ხვდება გაკვეთილებს ადამიანების, გარემოებების სახით და შედეგად მისი დოგმები, ხედვა, სამყაროს სურათი იცვლება, ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადადის.

ნახატის რეკომენდაცია

ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება ღრმა ცვლილებები, გაცნობიერება სხეულის და სულის დონეზე. ძველი დოგმებისგან თავისუფლდებით და ახალ, მანამდე უცნობ მეში შედიხართ.

მთავარია, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ! საკუთარ იმპულსებს მოუსმინეთ. დაელოდეთ, თქვენი იმპულსი იგრძენით, რომელიც არაფერში აგერევათ. თქვენი „მინდას“ ყველაზე მიკრო მოძრაობასაც მოუსმინეთ. იმპულსი მხოლოდ თქვენია და ვერავინ გეტყვით, როგორია! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ, მოუსმინოთ, იგრძნოთ და გამოავლინოთ. თქვენ წყარო ხართ!

ნახატის შეტყობინება

ნუ შეგაშინებთ მოიშოროთ ყველაფერი, რამაც საკუთარი თავი უკვე ამოწურა და ახლა მხოლოდ წინსვლაში ხელს გიშლით. მიიღეთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის. ამასთან არ დააკავოთ ის, რაც თქვენი არაა, დაე, წავიდეს. დაიტოვეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია.

9. ჯადოსნური კვერთხი

ჯადოსნური კვერთხი ვექტორულ მამაკაცურ ენერგიას, სტაბილურობას, მიზნისკენ სვლას, შინაგან სიბრძნეს წარმოადგენს. მასზე გამოსახული ჰორის თვალი ამბობს, რომ აღმოაჩენთ იმას, რაც ადრე დაფარული იყო.

ნახატის რეკომენდაცია

ახლა შინაგან მამაკაცთან გაერთიანების სურვილი გაქვთ. დრო მოვიდა ჩაფიქრებული განახორციელოთ, ფეხზე მყარად დადგეთ. დროა სულიერ დონეზე საკუთარი თავი შეიცნოთ.

ნახატის შეტყობინება

საკუთარ შინაგან ძალას მოუსმინეთ. თქვენმა შინაგანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა სურს.