
ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. მის რჩევებს და მფარველობს ყველა ვერ გრძნობს და ხედავს.
თქვენ შეიძლება მისი არსებობის არ გჯეროდეთ, მის მფარველობას და დახმარებას ვერ ხედავდეთ, თუმცა ეს მათ არ არსებობას არ ადასტურებს. ის არსებობს და მზადაა რთულ წუთებში დაგვეხმაროს. ყველამ მფარველი ანგელოზი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ, საკუთარი პრობლემებით და თხოვნით მასთან მიმართვა უნდა ვისწავლოთ. მისი რჩევების მოსმენა, გაგება და მიღება გვიჭირს!
სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პატარა ტესტ–მკითხაობას, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა მიმართულებით გააგრძელოთ სვლა. ტესტის გასავლელად:
- საკუთარ შეკითხვაზე სერიოზულად დაფიქრდით.
- დამშვიდდით და კონცენტრირება მოახდინეთ.
- აზრობრივად შეკითხვაზე განეწყვეთ და სურათზე მოცემულიდან ანგელოზებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ.
№ 1
ეს კვირა თქვენთვის ჯადოსნური პერიოდია. შანსი გაქვთ, გონების და გულის ხმას მოუსმინოთ და მათი კარნახით ცხოვრება დაგეგმოთ. უბრალოდ საკუთარ სურვილებში გაერკვიეთ, ნათელ ხმაზე განეწყვეთ და სასწაულოს ელოდეთ. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ამას იმსახურებთ, სურვილები და ოცნებები ახდენას დაიწყებს.
ეს ბარათი ტყუილად არ შეგხვდათ. თავად ელოდით და ითხოვდით ცვლილებებს, რომლებიც თქვენი სულის შეცნობის ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებთ. ანგელოზებს სურთ, რომ პასუხი საკუთარ თავში მოიძიოთ. თავად უნდა მიხვდეთ, რა გსურთ სინამდვილეში, სანამ ცხოვრებაში რამეს შეცვლით. მოდუნდით და საკუთარ სურვილები გაიაზრეთ. გააცნობიერეთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ. ვიზუალურად წარმოიდგინეთ და მეტი მოითხოვეთ!
№ 2
შექმნილი სიტუაციები მშვიდობიანად მოგვარდება. ასეც გსურდათ, მაგრამ სიმტკიცე და სხვა ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა გაკლიათ. სიმართლის პირდაპირ თქმა უნდა ისწავლოთ, ასე ძალა მოგემატებათ და უფრო დამშვიდდებით. ეს ბარათი სწორედ თქვენთან მოვიდა, რადგან დახმარებას ითხოვთ სიტუაციაში, სადაც თავს უძლურად გრძნობთ.
ანგელოზები გირჩევენ, რომ მტკიცედ იდგეთ და თქვენი სურვილები მკაფიოდ გამოთქვათ. ანგელოზებს სიმამაცე და სიმტკიცე სთხოვეთ, ასე თავდაჯერებულობას გაზრდით. სიმტკიცე თანდათან მოვა, თუ თქვენს უფლებებს და სიმართლეს დაიცავთ. პრობლემები თავდაჯერებულმა მოაგვარეთ, წიგნები წაიკითხეთ, საკუთარ თავს და სხვებს სიმართლე უამბეთ. ეს სიტუაცია პიროვნულ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.
№ 3
ცხოვრების ამ ეტაპზე უხერხულობას განიცდით? თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, როცა სხვები საჩუქრებს გჩუქნიან და გეხმარებიან, კომპლიმენტებს გეუბნებიან? გამოდის თქვენში გაცემა–მიღების ბალანსი დარღვეულია. რაც შეიძლება მეტი საჩუქარი გაეცით, შეაქეთ და მადლობა თქვით! ამ კვირაში ბალანსი შეინარჩუნეთ.:„თქვენ გაჩუქეს – მადლობა გადაუხადეთ“. თუ საჩუქარს (კომპლიმენტს) მიიღებთ, მორცხვობის გარეშე მადლობა გადაუხადეთ და მადლიერება გამოხატეთ.
თუ იმაზე მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენი სიკეთით ბოროტად სარგებლობენ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ელოდოთ, თქვენ ისედაც უყვარხართ და მადლობელნი არიან. ყოველდღე სიკეთე აკეთეთ და სხვებს დაეხმარეთ ფულით, საჩუქრებით თუ დახმარებით. დახმარების თხოვნის და პრობლემებზე საუბრის არ მოგერიდოთ. თითოეულ ადამიანთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ. იმისთვის, რომ მიიღოთ, გაცემა უნდა ისწავლოთ. ყოველდღე გაიმეორეთ „ცხოვრებიდან ყველაფერ საუკეთესოს ვიღებ“.