რა მოსდის სხეულს, როცა ადამიანი ფინიკს მიირთმევს

0
1130

ფინიკი ფინიკის პა;მოს ნაყოფია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ტროპიკულ რეგიონში მოჰყავთ. ეს ხილი განსაკუთრებით ბოლო წლებში გავრცელდა. თითქმის ყველა ნაყოფი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში ყიდიან, გამოშრობილია. სახეობების მიხედვით, ახალი ფინიკი მცირე ზომისაა და ღია წითლიდან ღია ყვითლამდე, ყავისფრამდე მერყეობს. ეს ხილი გემრიელი და სასარგებლოა. თუმცა, მისი მთავარი ფასეულობა ვიტამინების უნიკალურ შემადგენლობაშია.

ფინიკი, სხვა ხილს შორის, ყველაზე მეტ ნახშირწყალს შეიცავს – 60%-ზე მეტს, თუმცა, ეს შაქარი ორგანიზმს არ ვნებს, რამდენადაც ხილი მჟავებსაც შეიცავს: ნიაცინი, რიბოფლამინი და პანტოტენური მჟავა. ისინი ხელს უწყობს ნახშირწყლების ათვისებას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. ნაყოფში კიდევ 23 სახის ამინომჟავაა, რომლებსაც არც ერთი სხვა ხილი არ შეიცავს.

ამ სტატიაში, ჩვენ განვიხილავთ ფინიკის სარგებელს ჯანმრთელობისთვის და მისი მირთმევის გზებს.

1. შეიცავს მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს

რამდენადაც ფინიკი გამოშრობილია, იგი უფრო კალორიულია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ნედლი ხილი. კალორიულობით, იგი სხვა ჩირების (ქიშმიშის, ლეღვის) იდენტურია. ფინიკის კალორიულობის დიდი ნაწილი ნახშირწყლების დამსახურებაა, დანარჩენი – მცირე რაოდენობით ცილისა. მიუხედავად ამისა, ფინიკი შეიცავს ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმს და, შედეგად, ამცირებს წნევას.

გარდა ამისა, ფინიკი აუმჯობესებს კანის მდგომარეობასაც. სამხრეთი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა ხომ, ფინიკის ყოველდღიური მირთმევის წყალობით, ინარჩუნებს კანისა და კბილების იდეალურ მდგომარეობას ღრმა სიბერემდე.

100 გ ნაყოფის კვებითი ღირებულება ასეთია:

  • 277 კკალ;
  • 75 გ ნახშირწყლები;
  • 7 გ ბოჭკო;
  • 2 გ ცილა;
  • კალიუმის რდნ-ს (რეკომენდებული დღიური ნორმა) 20%;
  • მაგნიუმის რდნ-ს 14%;
  • სპილენძის რდნ-ს 18%;
  • მარგანეცის რდნ-ს 15%;
  • რკინის რდნ-ს 5%;
  • ვიტამინ B6-ის რდნ-ს 12%;
  • ანტიოქსიდანტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

2. შეიცავს ბოჭკოს, რომელიც კუჭისა და ნაწლავების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი

გარდა ამისა, ფინიკის ბოჭკო სასარგებლოა სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის. იგი ანელებს საკვების მონელებას და, ჭამის შემდეგ, ხელს უშლის სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ამაღლებას. ნაყოფს დაბალი გლიკემური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

3. შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს

ანტიოქსიდანტები იცავს ჩვენს იმუნურ სისტემასა და უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, არასტაბილური მოლეკულებისგან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ანალოგიურ სახეობებთან (ლეღვი, ქიავის ჩირი) შედარებით, ფინიკი ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ეს კი არამხოლოდ ტვინის ჯანმრთელობაზე, არამედ მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობაზე აისახება დადებითად.

ფინიკის შემადგენლობაში 3 ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია ფლავონოიდები (ამცირებს ანთებას, ალცჰაიმერის დაავადებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობების გაჩენის რისკს), კაროტინოიდები (იცავს გულსა და სისხლძარღვებს), ფენოლის მჟავა (ამცირებს კიბოსა და გულის დაავადებების რისკს).

4. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფინიკი ხელს უშლის ნეიროდეგენერაციული დაავადებების (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების) რისკს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ფინიკი სასარგებლოა ბეტა-ამილოიდური ცილების აქტივობის შესამცირებლად, რაც თავის ტვინში კოლტების წარმოქმნის რისკს შეამცირებს. კოლტები არღვევს კავშირს ტვინის უჯრედებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ტვინის უჯრედების დაღუპვასა და ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს. ცხოველებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხებს, რომლებსაც ფინიკთან შერეულ საკვებს აჭმევდნენ, მნიშვნელოვნად უუმჯობესდებოდათ მეხსიერება და დასწავლის უნარი, აგრეთვე, ნაკლებად მშფოთვარე ქცევით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ის ვირთხები, რომლებსაც ჩირს არ აჭმევდნენ.

5. შესანიშნავი ბუნებრივი დამატკბობელი და ენერგიის წყაროა

ფინიკი ფრუქტოზის – ნატურალური შაქრის წყაროა, რომელსაც სხვა ხილიც შეიცავს. ამ მიზეზით, ნაყოფს ტკბილი, კარამელისებრი გემო აქვს. ესაა თეთრი შაქრის შესანიშნავი, ჯანსაღი წყარო. უბრალოდ ჩაანაცვლეთ შაქარი ფინიკის პასტით (ათქვიფეთ ფინიკის რბილობი და წყალი ბლენდერში). თუ რეცეპტს 1 ჭიქა შაქარი სჭირდება, მისი ჩანაცვლება 1 ჭიქა ფინიკის პასტით შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ბოჭკოსა და მკვებავი ნივთიერებების სიმრავლისა, ფინიკი მაინც ძალიან კალორიულია.

6. სასარგებლოა ძვლებისთვის

ფინიკი შეიცავს რამდენიმე მინერალს, მათ შორის, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. თითოეული მათგანი ამცირებს ძვლებთან დაკავშირებული დაავადებების (მათ შორის, ოსტეოპოროზის) გაჩენის რისკს.

7. დაბოლოს, მარტივად ერწყმის სხვა პროდუქტს

მათ შორის, ნუშს ან ყველს. ფინიკის გამოყენება ტკბილ ნამცხვრებშიც შეიძლება. შეგიძლიათ, იგი შეურიოთ თხილსა და თესლეულს, სასარგებლო დასაყოლებლის მისაღებად. შეგიძლიათ, ფინიკი სოუსების, საზავებლისა და მარინადების მოსამზადებლადაც გამოიყენოთ, დაუმატოთ სმუზისა და შვრიას. თუმცა, გირჩევთ, იგი ზომიერი რაოდენობით მიირთვათ.

დღეში რამდენი ფინიკის მირთმევაა რეკომენდებული?

დღეში მხოლოდ ორი ფინიკის მოხმარებით, თქვენი ძვლების, საკვების მომნელებელი სისტემის მდგომარეობა გაუმჯობესდება, შემცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკი, დაიცვთ ტვინს, გაახალგაზრდავდებით გარეგნულად.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ