
იდეალური პუდრა შეგიძლიათ რამდენიმე წუთში საკუთარ სამზარეულოში მოამზადოთ. ქალების უმეტესობა მაღაზიაში ამ კოსმეტიკურ საშუალებას აღარ ყიდულობს მას შემდეგ, რაც შვრიის პუდრა გამოსცადეს. ნატურალური პუდრა კანზე შესანიშნავ შედეგს იძლევა. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნატურალური პუდრა სახლის პირობებში.
მოსამზადებლად მხოლოდ შვრიის ფანტელები და თბილი წყალი დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, 8 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი ყავის საფქვავით, ბლენდერით ან სხვა ინსტრუმენტით (მაგალითად, სანელებლების სანაყი, პიურეს საჭყლეტი) დაფქვით. ამ ეტაპზე შვრიის ერთგვაროვანი მტვრის მიღება აუცილებელი არაა, ამიტომ ნაწილაკების დარჩენაზე არ ინერვიულოთ.
დაქუცმაცებულ შვრიას წყალი დაასხით ისე, რომ წყლის მოცულობა 2–ჯერ მეტი იყოს. 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ წვრილ საცერში ან მარლაში გადაწურეთ. ყველაფერი, რაც მარლაზე დარჩება, გადაყარეთ. პროცედურა 4-5-ჯერ გაიმეორეთ, რომ ნარევი მაქსიმალურად გაფილტროთ.
ფილტრაციის ბოლო ეტაპი – ერთჯერადი ქაღალდის სალფეთქით. ნარევი მასში გადაწურეთ (წყალი ნელ–ნელა დაიწურება, ეს გრძელვადიანი ეტაპია), მაგრამ მაინც ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. სალფეთქზე პუდრის წვრილი ნაწილაკები დარჩება. გააჩერეთ და სრულიად გაშრობა აცადეთ.
ბოლო ეტაპი: პუდრას ბოლო მსხვილი ნაწილაკები მოშორება. ამისთვის ნეილონის წინდა დაგჭირდებათ. მასში ნარევი მოათავსეთ და თითების დახმარებით თეფშზე გაცერით.
პუდრა მზადაა. შესაფერის ჭურჭელში გადაიტანეთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, ცდებით. წაკითხვისას შეიძლება ასე მოგეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკაში ნატურალური პუდრის მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. თან მარაგი დიდხანს გეყოფათ.
პუდრის შეფერილობა უნივერსალურია და თქვენს კანს ერგება.
ზოგი ქალი პუდრას კურკუმას უმატებს, რომ კოსმეტიკა უფრო კაშკაშა გახდეს, ან ბრინჯის ფქვილს, რომ უფრო გააღიავოს.
შედეგი
ასეთი პუდრით ზაფხულში იდეალურ დაფარვას მიიღებთ: კანი გლუვია, გაფართოებული ფორები და ცხიმოვანი ბზინვარება დაფარული. ის სრულიად ნატურალურია და ფორებს არ ახშობს, ანთებას და აკნეს არ იწვევს. კიდევ ერთი უპირატესობა – კანზე არ იგორგლება და აქერცვლას არ გამოკვეთს.