წვრილი წელი და სწორი ზურგი: ამ ვარჯიშით ყველა აღფრთოვანებულია

0
936

ალბათ, ბევრის ოცნებაა უბრალოდ იატაკზე იწვეს და გახდეს. ცნობილი იაპონური ვარჯიში მუთაქით ან პირსახოცით უკვე წლებია ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ვარჯიშად ითვლება, რაც მისი სიმარტივით და ეფექტურობით აიხსნება. ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან სპეციალური მოწყობილობის ქონა საჭირო არაა.

ბევრს არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ხდება სწრაფი ცვლილებები. მოკლედ გეტყვით, ამას საკუთარი სხეულის სიმძიმე და წელის ან სხეულის სხვა ნაწილის ქვეშ მკვრივი მუთაქის სწორი მდებარეობა იწვევს.

კლასიკურ ვარიანტში, რომლის შესახებ ბევრმა იცის, ვარჯიში შემდეგი სქემით სრულდება:

იატაკზე მჯდომარე პოზაში მუთაქა თქვენს უკან დაიდეთ და ნელ–ნელა დაწოლა დაიწყეთ. ამრიგად, მუთაქა წელის ქვეშ აღმოჩნდება.

ხელის და ფეხის სწორი მდებარეობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

  • ხელები თავს ზემოთ გამართეთ. ხელისგულები იატაკისკენ ისე მიაბრუნეთ, რომ ნეკა თითები ერთმანეთს შეეხოს.
  • ფეხები – გამართული, მხრების სიგანეზე გაშლილი. ფეხების ცერა თითები შეაერთეთ.

ასეთ პოზაში 1,5-2 წუთით უნდა გაჩერდეთ. ყოველი ვარჯიშისას დრო 30 წამით გაზარდეთ. გვერდზე გადაბრუნდით და შემდეგ ნელა ადექით.

მუთაქის ნაცვლად შეგიძლიათ პირსახოცი გამოიყენოთ. უბრალოდ კარგად დაახვიეთ, თასმებით ან თოკით დააფიქსირეთ და გამოიყენეთ.

ბევრი ეფექტს უკვე პირველივე კვირაში ხედავს. 1 თვის შემდეგ ყოველგვარი დიეტის და აქტიური ფიზიკური ვარჯიშის გარეშე წელის მოცულობა შემცირდება. ზოგი წონის კლებას აღნიშნავს, ზოგიც – არა, მაგრამ სხეული უკეთეს ფორმებს ნამდვილად იღებს.

მთავარია, ინსტრუქციის მიხედვით შეასრულოთ, სხეულს მოუსმინოთ და იგრძნოთ პროცესი, რომელიც მუთაქაზე წოლისას სრულდება.

ყველამ არ იცის, რომ უკეთესი ეფექტის მისაღებად ვარჯიში ოდნავ უნდა შეცვალოთ. წელის ქვეშ მუთაქის დადებით ეფექტს მიიღებთ, მაგრამ არა ისეთს, თუ მას ოდნავ ზემოთ აწევთ. კლასიკურ ვარიანტში ეფექტი დგომის გაუმჯობესების ხარჯზე მიიღწევა.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში მუთაქით წელის დასაწვრილებლად

თავდაპირველად ჩვეულებრივი ვარიანტი შეასრულეთ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. შემდეგ მუთაქა ნეკნების ქვეშ დაიდეთ.

მუთაქის ასეთი მდებარეობით წვრილი წელის მიღებას შეძლებთ. ნებისმიერი ტიპის სხეულის ფორმაზე მოქმედებს. მთავარია, დაარეგულიროთ. თუ უკეთესი შედეგის მიღება გსურთ, ვარჯიში დიეტას შეუთავსეთ. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ სხეული თვალსა და ხელს შუა უმოკლეს ვადაში გარდაიქმნა.