მეგობარს შუბლზე ერთი ნაოჭიც არ აქვს. აღმოჩნდა, რომ ქვის საფხეკი კრემებსა და ბოტოქსზე უფრო ეფექტურია

0
1062

უძველესი ჩინური გამაახალგაზრდავებელი მეთოდი ნებისმიერი ქალისთვის ხელმისაწვდომია და დიდ ფულს არ მოითხოვს. მის შესახებ ერთხელ მაინც ყველას სმენია. საქმე ცნობილ კოსმეტიკურ სახის საფხეკს, გუაშას ეხება.

ცოტა ხნის წინ მეგობარმა მისი გამოყენების შესახებ დეტალურად მიამბო. კოსმეტოლოგთან სახის მასაჟის გაკეთება გადაწყვიტა და იქ ამ პროცედურის შესახებ გაიგო. ეფექტის შეფასებაც შეძლო.

ჩატარებული კურსის შემდეგ მისი კანი ვერ ვიცანი: დაჭიმული, ჩამოწელილი კანის გარეშე, ლამაზი, თანაბარი ფერი. ეფექტი მხოლოდ გუაშას საფხეკით, ყოველგვარი ბოტოქსის, ჰიალურონის და ყველა შესაძლო კოსმეტოლოგიური პროცედურის გარეშე მიიღო. ჩემს მეგობარს გაუმართლა, მისი კოსმეტოლოგი სილამაზის ნემსების მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და ბუნებრივ და ნატურალურ გამაახალგაზრდავებელ მეთოდებს აქტიურ პროპაგანდას უწევდა.

გადავწყვიტე მეც მეცადა, საფხეკი ვიყიდე, ინფორმაცია შევისწავლე და დავიწყე. შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა. ყოველი ჩატარებული პროცედურის შემდეგ კანის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა.

ცოტა ისტორია: სახის და ტანის მოვლის ტექნიკა უფრო დიდი ხნის წინ გაჩნდა, სანამ მის გამოყენებას კოსმეტიკური მასაჟისთვის დაიწყებდნენ.

პირველად, გუაშას მასაჟის აღმოსავლური ტექნიკის შესახებ ცნობები ძვ.წ. 550 წელში გვხდება. სწორედ ამ ხანას მიაწერენ მეცნიერები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ქვებს და საფხეკებს. გარდა ამისა, ძველ ჩინურ ქრონიკებში „გაზაფხულის და შემოდგომის ანალები“ წერილობით არის მოხსენიებული.

ძველი ჩინელები მას აქტიურად იყენებდნენ, თან ნებისმიერი კლასისთვის ხელმისაწვდომი იყო. ჯერ კიდევ იმ დროში ნეფრიტი გუაშას დასამზადებლად მთავარი მასალა იყო.

ახლა ასეთ საფხეკს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდით, მაგრამ უცნობია ნამდვილად ნატურალური ქვისგან არის დამზადებული თუ არა (ხშირად ყალბი ნიმუშები გვხდება).

ევროპელები ამ მეთოდის ეფექტურობას დიდი ხანია არ ამტკიცებდნენ, მაგრამ აშკარა შედეგებს მხოლოდ გულგრილი თუ ვერ დაინახავს.

80-იან წლებში გუაშა ოფიციალურად ეფექტურ გამაახალგაზრდავებელ მეთოდად აღიარეს.

როგორ მუშაობს გუაშა და რა შედეგის მიღება შეგვიძლია რეგულარული გამოყენებით

  • არა მხოლოდ კანს, არამედ სახის კუნთებს ამასაჟებს, მათ ტონუსს მატებს.
  • ესთეტიკურ დეფექტებს აქრობს.
  • ეფექტურად უმკლავდება პტოზს (ზედა ქუთუთოს დაწევა), სახის სტრუქტურაში ასაკობრივ ცვლილებებს.
  • კანის ფერს აუმჯობესებს, თანაბარ ტონს ანიჭებს.

გუაშა სხვადასხვა ფორმისა და მასალისგან მზადდება:

ჩემი აზრით, სწორედ ნატურალური ქვის საფხეკი გჭირდებათ. სწორედ ასეთ ქვას იყენებდნენ და იყენებენ ჩინელი ლამაზმანები, რომლებიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან და მათი კანი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ახლა ბევრი ყალბი გუაშა იყიდება, ქვის სახელს ამოფარებული მინას, პლასტმას, ეპოქსიდურ ფისოს და სხვა რამეს ყიდიან. სწორედ ამიტომ, მხოლოდ სანდო ადგილას შეიძინეთ.

როგორ გამოვიყენოთ:

გუაშას ფორმა ტყუილად შერჩეული არაა. თითოეული საზღვარი გარკვეული ზონის დასამასაჟებლად არის განკუთვნილი.

ფორმის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საფხეკი მაქსიმალურად ფუნქციური იყოს.

გამოყენებამდე პირსახოცი ცხელ წყალში დაასველეთ და სახეზე დაიდეთ. ტემპერატურა საკმაოდ ცხელი, მაგრამ კანისთვის კომფორტული უნდა იყოს. 5-10 წუთში პირსახოცი მოიშორეთ, სახეზე კოსმეტიკური ზეთი წაისვით და საფხეკით იმოძრავეთ.

სანამ პირსახოცი კანს ათბობს, სასურველია ყელი დაიმასაჟოთ. საფხეკით მუშაობა სწორედ ყელიდან იწყება, სახეზე მხოლოდ ამის შემდეგ გადადით.

საფხეკი სამასაჟო ხაზებზე გამოიყენეთ:

მასაჟები კურსების სახით ჩაიტარეთ, ჩვეულებრივ, 10 კურსი რამდენიმე დღიანი ინტერვალით.

გუაშა ყველაზე მომგებიანი საშუალებაა ახალგაზრდობის და სილამაზის მისაღებად.  ერთხელ საფხეკს იყიდით, მის გამოყენებას ისწავლით და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.