
არამკაფიო კონტური, ჩამოწელილი ქუთუთოები, მრგვალი, შესიებული ნიკაპი და სხვა რამ, რასაც „მცოცავ“ სახეს უწოდებენ, ადვილად და სწრაფად შეიძლება მოგვარდეს.
ქალების უმეტესობა ამ პრობლემის მოგვარებას არ ცდილობს, რადგან თვლის, რომ მისი მოშორება შეუძლებელია. ბევრი ქალი ნიღბებს იკეთებს, სახეს იწმენდს და სხვა შინაურულ პროცედურებს იტარებს, მაგრამ მთავარი რჩება – სახეზე, ნიკაპსა და ყელზე სითხის და ლიმფის სტაგნაციას არ იშორებენ.
Girl.ge–ს რედაქცია ამ პრობლემის მოსაშორებლად გირჩევთ კოსმეტიკურ მასაჟს ბრინჯით, რომელიც ახლახანს გამოვცადეთ და ეფექტით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით.
ის ლიმფურ ნაკადს აუმჯობესებს, რომელიც პირდაპირ ქსოვილებში სითხის და ცხიმის დაგროვებაზე გავლენას ახდენს. ამ მეთოდით სახის დამუშავებისას შეშუპებას სწრაფად და ეფექტურად მოიშორებთ (ახლის წარმოქმნას არ გამოიწვევთ), სახეს დაჭიმავთ და ტონუსს შემატებთ.
დაგჭირდებათ:
- ჩვეულებრივი ბრინჯი
- გარგარის კურკის ზეთი
ეს ორი აუცილებელი კომპონენტია. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაამატოთ, რომ უკეთესი ეფექტი მიიღოთ. საქმე ეთერზეთებს ეხება. გაითვალისწინეთ, ისინი კარგ შედეგს იძლევიან, მაგრამ იაფი არაა. ის, რომელიც 2-5 ლარი ღირს, კარგ ეფექტს ვერ მოგცემთ, მხოლოდ კარგ არომატს. ნატურალური ეთერზეთი მინიმუმ 14 ლარი ღირს. შეძენამდე მწარმოებელზე ინფორმაცია აუცილებლად წაიკითხეთ.
ეთერზეთების დოზა – 1–3 წვეთი ერთ პროცედურაზე. არსებული პრობლემის მიხედვით სხვადასხვა ეთერზეთი დაგჭირდებათ. მაგალითად, ჩაის ხის ზეთი კანს აშრობს, აკნეს და ანთებას აქრობს. ვარდის ზეთს ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს, ნემსიწვერას ზეთი კანს ჭიმავს.
რომელი ბრინჯი გამოგადგებათ
ერთი მუჭა მსხვილი ფორმის ბრინჯი დაგჭირდებათ. სახეობას და მწარმოებელ კომპანიას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, დაბალი ხარისხის ძალიან წვრილი ბრინჯი არ გამოიყენოთ (იქ, სადაც მარცვლებიდან მხოლოდ მსხვილი ნამცეცები დარჩა).
1 მუჭა ბრინჯი და 5 ს/კ ზეთი აურიეთ, 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კიდევ 2 კოვზი ზეთი დაუმატეთ და წყლის ორთქლზე შეათბეთ – ნარევი კანისთვის სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს.
როგორ შევასრულოთ მასაჟი ბრინჯით სწორად
მასაჟი გარკვეულ ხაზებზე სახის დაზელვას გულისხმობს, ამიტომ სჯობს მაგიდასთან შეასრულოთ. ცოტა ბრინჯი დაიყრება, ამიტომ პროცედურის შემდეგ მაგიდიდან ადვილად შეაგროვებთ და გადაყრით.
წინ სარკე დაიდეთ, რომ მასაჟი ადვილად შეასრულოთ და დაინახოთ, თუ რომელ ხაზებზე მოძრაობთ. ეს აუცილებელი პირობა არაა, სარკის გარეშეც შეგიძლიათ შეასრულოთ.
აი, გვერდს ვერ აუვლით სახის სურათს სამასაჟო ხაზებით. სასურველია, პირველი რამდენიმე პროცედურის დროს თან უყუროთ (მაგალითად, ტელეფონში შეინახეთ) და დააკვირდეთ, თუ რომელი ნაწილი, როგორ შეასრულოთ. სქემას 2–3 პროცედურაში მარტივად დაიმახსოვრებთ.
სახეზე ზეთი წაისვით და მასაჟი დაიწყეთ. ამისთვის ცოტა ბრინჯი მარჯვენა და მარცხენა ხელებით აიღეთ და ყელის მასაჟი დაიწყეთ. ცენტრიდან გვერდებისკენ იმოძრავეთ. თანდათან ქვემოდან ზემოთ დაზილეთ. (თანდათან ხელები ასწიეთ).
ამის შემდეგ თავი ოდნავ უკან გადაწიეთ და ნიკაპის მასაჟი შეასრულეთ: ყელიდან ნიკაპის წვერამდე.
სახეზე გადადით და სამასაჟო ხაზები დაამუშავეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული. მასაჟი სახის ქვედა ნაწილიდან დაიწყეთ. შუბლი ყველაზე ბოლოს დაიმასაჟეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მიზანი არა სახის დასკრაბვა, არამედ მასაჟია. მოძრაობა სასიამოვნო უნდა იყოს, დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეთ. ამასთან ზეწოლა უნდა იგრძნოთ, ხელს ხომ უბრალოდ არ უსვამთ, არამედ მასაჟს იკეთებთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
მასაჟის დასრულების შემდეგ მინიმუმ ნახევარი ჭიქა სუფთა წყალი დანამატების გარეშე აუცილებლად დალიეთ. კიდევ 1 ჭიქა წყალი 30 წუთის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წყლის დახმარებით მასაჟი საჭირო ეფექტს მოგცემთ (წინააღმდეგ შემთხვევაში დაგუბებული სითხე არ გაქრება და ნივთიერებათა ცვლა შეფერხდება).
მასაჟი 3–4 დღეში ერთხელ (ანუ კვირაში 2–ჯერ) გაიკეთეთ. სცადეთ, ეს სასიამოვნო შეგრძნებებს მოგანიჭებთ, შეშუპებას, არამკაფიო კონტურს მოიშორებთ და სახეს გაახალგაზრდავებთ.