
ასაკთან ერთად, თვალის გარშემო კანი კარგავს ელასტიურობასა და სიმკვრივეს, ჩნდება პრობლემები: შეშუპება, ქუთუთოს ჩამოწელა, იხვის თათები…
Girl.ge-ის რედაქციას სურს, გაგაცნოთ კიდევ ერთი წარმატებული საშუალება, რომელიც დილაობით კანის მწყობრში მოყვანაში მეხმარება. ეს კრემ-გელი თვალის გარშემო კანისთვისაა, ბრენდი Mixit-ი აწარმოებს და ეს მათი ახალი პროდუქტია.
ეს ბრენდი იმიტომ მომწონს, რომ თავის ნაწარმს ცხოველებზე არ გამოცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კომპონენტი, რომლებიც კოსმეტიკაშია გამოყენებული, შემოწმებული, უსაფრთხო და სანდოა.
აგრეთვე, ისიც მომწონს, რომ ამ კრემის შემადგენლობაში ვერ იპოვით ნავთობპროდუქტს, რაზეც შეფუთვაზე დამატებითი ნიშანი მიუთითებს.
კრემი მიმართულია შეშუპებებთან, შესიებებთან და სხვა ისეთ პრობლემებთან საბრძოლველად, რომლებიც თვალის გარშემო კანზე შეიძლება გაჩნდეს. კრემი საკმაოდ სქელი ტექსტურისაა და სახელწოდება “კრემ-გელი” სულაც არ უხდება.
როგორ ვიყენებ ამ კრემს
მისი გამოყენება სხვადასხვა გზით ვცადე. უშუალოდ კანზეც წამისვამს, დილასა და საღამოს, მის ქვეშ შრატიც წამისვამს, თუმცა, საუკეთესო ეფექტი მაშინ ჰქონდა, როცა ამავე ბრენდის თხევადი პატჩებიც გამოვიყენე.
დილაობით, ამ პატჩებს 10 წუთით ვიჩერებ. რეალურად, ეს პატჩი კი არა, მსუბუქი გელია, რომელსაც კანი ძალიან სწრაფად შეიწოვს. გელის შეწოვის შემდეგ, ამ კრემს ვისვამ და შედეგით უზომოდ კმაყოფილი ვარ. მაშ ასე, აი, როგორ გამოიყურება კანი დილაობი:
შეშუპებებისა და ჩამოწელილი ქუთუთოს გარდა, ყურადღება თვალის გარე კუთხეში არსებულ ნაოჭებსაც უნდა მიაქციოთ. ისინი დილაობით ნათლად ჩანს იმიტომ, რომ ბოლო დროს გვერდზე მძინავს. აი, ასე გამოიყურება კანი პატჩისა და კრემის გამოყენების შემდეგ.
როგორც შეამჩნევდით, შეშუპება ჩაცხრა და ნაოჭები შესამჩნევად გასწორდა. კრემს მხოლოდ დილაობით, პატჩებთან ერთად ვიყენებ, თუმცა, გირჩევთ, იგი დილა-საღამოს წაისვათ.
ისიც მომეწონა, რომ კრემი კოსმეტიკისთვის შესანიშნავი პრაიმერია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელი ტექსტურა აქვს, კარგად შეიწოვება და ტონალურის გარეშეც იჭერს დეკორატიულ კოსმეტიკას.
მე 41 წლის ვარ და ამ კრემის ეფექტმა დამაკმაყოფილა. მას დედაჩემისთვისაც ვიყიდი, მაინტერესებს, როგორ გაუმკლავდება უფრო ღრმა ასაკობრივ ცვლილებებს.