
ის, რომ ასაკობრივი კანი უფრო მეტ ყურადღებასა და საგულდაგულო მოვლას მოითხოვს, ყველამ იცის. თუმცა, ბევრმა ის არ იცის, რამდენად სასარგებლოა ასაკობრივი კანისთვის პეპტიდების შემცველი საშუალებები.
ეს კრემი დიდი ხნის წინ შევამჩნიე, მაგრამ მაშინვე არ მიყიდია. დიდხანს ვათვალიერებდი, მის შემადგენლობას შევისწავლიდი. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ მივხვდი, რომ ქუთუთოებზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს.
პეპტიდების დადებით გავლენაზე არაერთხელ მსმენია, განსაკუთრებით, რეტინოლთან ერთად. ჰოდა, თვალში მომხვდა კრემი, რომელშიც მთავარ კომპონენტებს სწორედ რეტინოლი და პეპტიდები შეადგენს.
პეპტიდების რაობასა და სარგებლობაზე საკმარისი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მივხვდი, რომ მინდა, საკუთარი კანი ვანებივრო რეტინოლისა და პეპტიდების კოქტეილებით.
აქტიური კომპონენტები
- რეტინოლი სახეს უნარჩუნებს ჯანსაღ იერს, ამცირებს ნაოჭების ზომას;
- პეპტიდები უჯრედებს გადასცემს ინფორმაციას – ასტიმულირებს მათ დაყოფას, რითაც აახალგაზრდავებს ეპიდერმისს, უმკლავდება დაბერების პროცესს;
- კოლაგენი აახალგაზრდავებს, ატენიანებს და აგლუვებს კანს, უბრუნებს მას სირბილესა და სიმკვრივეს, ქმნის დამცავ, ტენის შემაკავებელ ფენას;
- არბუტინი კი წითელი მოცვის, დათვის კენკრის ან შტოშის ნაწურია, რომელიც კანს აღიავებს, ამცირებს მელანინის გამოყოფას, გვიცავს პიგმენტური ლაქებისგან.
ლიფტინგ-ეფექტი არ შემიმჩნევია, ამიტომ მათ, ვინც კანის დამჭიმავ საშუალებას ეძებს, ეს კრემი არ გამოადგებათ. ჩემს შემთხვევაში, ლიფტინგის მოლოდინი არც მქონდა, ძირითადი მოვლის საშუალების სახით კი ძალიან მომეწონა. იგი არ ტოვებს შეშუპებას, ალერგიულ რეაქციებს, ქმნის კვების, დატენიანებისა და კომფორტის შეგრძნებას.
ჩემი შეგრძნებების მიხედვით, უფრო მკვეთრი და მტკიცე ეფექტის მისაღებად, გარკვეული დრო უნდა გავიდეს. ყოველ შემთხვევაში, პირველივე დღეს ჯადოსნურ გარდასახვას არ უნდა ელოდოთ.
რა მომეწონა:
- კრემის შემადგენლობა;
- მარტივად და სწრაფად შეწოვა;
- მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი.
როგორ ვიყენებ კრემს
- ვისვამ დილით, სახის დაბანის შემდეგ, მაკიაჟის დაწყებამდე 15 წუთით ადრე;
- საღამოს, სახის გაწმენდის შემდეგ, ქუთუთოებზე დაძინებამდე 2 საათით ადრე ვისვამ.
რა არ მომეწონა:
- ვარგისიანობის ვადა 36 თვეს მოიცავს;
- ყოველთვის არ არის გაყიდვაში.
თქვენ გიცდიათ ეს კრემი? რამდენად გაამართლა მოლოდინი?