
სანამ ერთ-ერთ კოსმეტიკურ პროდუქტს გამოვცდიდი, დიდხანს ვცდილობდი “მანამდე” ფოტოს გადაღებას ისეთი რაკურსით, რომ თვალის გარშემო ნაოჭები მაქსიმალურად მკვეთრად გამოჩენილიყო. არ გამომივიდა, რადგან ნაოჭები, რომლებიც ნამდვილად მაქვს, იმდენად შეუმჩენეველია, რომ კარგი კამერაც ვერ აღიქვამს.
ქალიშვილმა განმიცხადა, რომ ეს ასაკობრივი პრობლემა არ მაქვს, რამდენადაც სახის დაბერების პროფილაქტიკისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან გამიკვირდა – მე ხომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის.
ნუ, მთლად არაფერს-მეთქი ვერ ვიტყვი… ხანდახან, კანს სახლის ნიღბებით ვანებივრებ. მაგრამ მგონია, რომ ეს სულის დასამშვიდებლად უფროა, რამდენადაც ამ პროცედურას თუ სისტემატიური ხასიათი არ აქვს, შედეგი არ ექნება.
ჩემმა ჭკვიანმა გოგონამ კი შემახსენა, რომ პროფილაქტიკა, ხანდახან, იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი გააკეთო. ჰოდა დავიწყეთ იმის გარჩევა, თუ რას ვაკეთებდი რეგულარულად.
აი, უკვე 8 წელია, სახლიდან მზის სათვალის გარეშე არ გავდივარ. ზამთარ-ზაფხულ, დღისით აუცილებლად მიკეთია სათვალე. მახსოვს, როგორ მარწმუნებდნენ მის შესაძენად, ჩემთვის ის ხომ ძალიან ძვირი იყო. თუმცა, ფასდაკლებამ შემიტყუა. ჰოდა, აი, რამდენიმე წელია მემსახურება. თვალებს აღარ ვჭუტავ, მზისა და ფითქინა თოვლის გამო, თვალის გარშემოც კანი თავისით გაგლუვდა.
სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გავდივარ. ოდესღაც კოსმეტოლოგიის წიგნში წავიკითხე, რომ ზამთრის მზე შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორიც ზაფხულში. აღტაცებულმა ვიყიდე მზისგან დამცავი კრემი, თავიდან 30 დამცავი ფაქტორით, რამდენიმე წელიწადში კი 50+ ანტიასაკობრივი კრემების გამოყენება დავიწყე. ახლა კანს ქარი აღარ მიქერცლავს. სხვა კრემებს არ ვიყენებ.
მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვისვამ. ჯერ ერთი, დეკორატიული კოსმეტიკის გარეშე, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მეორეც, რა თქმა უნდა, კოსმეტიკა კანს ვნებს. რამდენად ხარისხიანი პროდუქტიც არ უნდა შეარჩიოთ, იგი მაინც ცუდად მოქმედებს კანზე – აშრობს, ავსებს ნასვრეტებს, იწვევს ანთებებს და ა.შ. რატომ უნდა გაიფუჭო კანი, შემდეგ კი გმირულად ებრძოლო შედეგებს? მე პირადად ეს არ მჭირდება.
აი, სულ ესაა მარტივი ქმედებები, რომლებსაც მე რეგულარულად ვასრულებ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღემდე არ მაქვს მკვეთრად გამოხატული ნაოჭები.