რა არის ცხვირ-ტუჩის ნაოჭები და როგორ მოვიშოროთ ისინი?

0
889

ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, იგივე ნაკეცი, ბუნებრივი ზოლებია, რომლებიც ცხვირის ფრთებს ტუჩის კუთხეებთან აკავშირებს. ზოგს იგი სახეზე მკვეთრად აქვს გამოხატული, ზოგს – ნაკლებად, თუმცა, ეს მონაკვეთი მიმიკურად ყოველთვის აქტიურია.

ცხვირ-ტუჩის ნაოჭები ჩნდება
  • ყბების არასწორი განლაგება და აგებულების თავისებურება;
  • მიმიკები და კუნთების ტონუსი;
  • ცხოვრების არასწორი წესი: მოწევა, სტრესი, ალკოჰოლი;
  • კანის არასწორი მოვლა.

როგორ შევუშალოთ ხელი ცხვირ-ტუჩის ნაკეცის გაჩენას?

  • ბიუთი საშუალებები

არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება კრემებით, შრატებით, ნიღბებითა და სპეციალური პატჩებით, რომლებიც დამატებით ჟღენთავს კანს, აელასტიურებს მას. მარტივია: თუ კანი ტონუსში იქნება, სახეზე ნაკლები ღრმული გაჩნდება.

  • სახის მასაჟი

მასაჟი მოგაშორებთ შეშუპებას, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აავსებს უჯრედებს მკვებავი ნივთიერებებით. თუ მას რეგულარულად გაიკეთებთ, კანი გამკვრივდება და გაელასტიურდება.

  • კოსმეტოლოგიური პროცედურები

საშინაო მოვლის აუცილებლობის მიუხედავად, უნდა გახსოვდეთ, რომ რუდუნებით მოვლაც კი ვერ მოგაშორებთ ღრმა ნაკეცებს. ღრმა ნაოჭების მოშორება მხოლოდ კოსმეტოლოგის დახმარებით შეიძლება: ექსპერტი დაგეხმარებათ საჭირო პროცედურების შერჩევაში და მკურნალობასაც დაგინიშნავთ.