თითქმის უფასო პილინგ ნიღაბი სახისთვის

0
755

ნებისმიერ ასაკში, ქალებს ახალგაზრდული და ლამაზი იერის შენარჩუნება სურთ. თუ კოსმეტიკური სალონისთვის დრო და ფული არ გაქვთ, ისწავლეთ ნიღბებისა და პილინგების მომზადება სახლის პირობებში, ხელთ არსებული საშუალებებით. მე გთავაზობთ სახის ნიღბისა და პილინგის რეცეპტებს, რომლებიც გარეგნული ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.

პილინგის სარგებელი:

  • ამცირებს ქონის ჯირკვლების აქტიურობას;
  • ავიწროებს ნასვრეტებს;
  • აღიავებს პიპგმენტურ ლაქებს;
  • ათანაბრებს კანის ფერს;
  • ზრდის ტონუსს;
  • ზრდის კანის ელასტიურობას.

პილინგის გაკეთებამდე, სახის კანი წყალბადის ზეჟანგის სუსტი ხსნარით გაიწმინდეთ.

პილინგის რეცეპტი

4 აბი ასპირინი დანაყეთ, ფხვნილი რომ მიიღოთ, და ჩაყარეთ პატარა ჭურჭელში. დაუმატეთ სულ ცოტა თბილი წყალი და მოურიეთ, ფაფა რომ მიიღოთ. ამავე ფაფას დაუმატეთ ლიმონის წვენი (1 ჩ.კ.) და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

5 წუთის შემდეგ, ბამბის დისკი ჩაალბეთ მომზადებულ ხსნარში, დაწურეთ და დაიწყეთ სახის დაზელა წრიული მოძრაობებით. ფრთხილად იყავით, სითხე თვალებში რომ არ მოგხვდეთ! შეიძლება ჩხვლეტა ისევ იგრძნოთ.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ცხვირ-ტუჩის ნაკეცსა და შუბლის ნაოჭებს, წარბებს შორის, ძველი, მკვდარი კანი ასპირინს რომ ჩამოჰყვეს. არ დაგავიწყდეთ ბამბის დისკის ხშირად ჩალბობაც. მასაჟი 7-10 წუთს უნდა გაგრძელდეს. ჩამოიბანეთ წყლით.

მჟავა-პილინგის შემდეგ, გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი, მაგალითად, ზეითუნის ზეთზე დამზადებული. ან შუბლზე საყვარელი მკვებავი კრემი წაისვით. ყველას ახალგაზრდობასა და სილამაზეს გისურვებთ!