სიბერის საწინააღმდეგო მითები, რომელთა თავიდან აცილებას დერმატოლოგები გვირჩევენ

0
612

ბევრი ხრიკი და რჩევა არსებობს იმისთვის, რომ ნაოჭების გაჩენა თავიდან ავიცილოთ. თუმცა დერმატოლოგების აზრით, ყველა ეფექტური არაა, ზოგი კი საერთოდ ზიანს გვაყენებს.

კანის მოვლის შესახებ ბევრი მითი არსებობს. ისინი სწრაფად ვრცელდება და წესები ხდება, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, თუ ნაოჭების თავიდან აცილება გსურთ. არადა უმეტესობა მათგანი მითია, რომლებიც უფრო ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე სარგებელს. დღეს Girl.ge–ს რედაქცია რამდენიმე გავრცელებული მითის გაქარწყლებას ეცდება.

მითი 1: ყოველდღე აქერცვლა კანს აახალგაზრდავებს

მაშინაც კი, თუ პილინგის შემდეგ კანი გლუვი და სუფთაა, ყოველდღე მისი გამოყენება არ შეიძლება. კანის ხშირი აქერცვლა კანს ასუსტებს და ნატურალურ ზეთს აშორებს, რომელიც კანს იცავს. რაც უფრო ხშირად იქერცლავთ კანს, მით უფრო იზრდება მშრალი, გაღიზიანებული, ნაოჭებისკენ მიდრეკილი კანის მიღების რისკი.

პილინგი მაქსიმუმ კვირაში 2–ჯერ გაიკეთეთ. ამისთვის AHA ან BHA მჟავებზე დაფუძნებული პროდუქტები გამოიყენეთ. აბრაზიულ მარცვლებზე დაფუძნებულ მექანიკურ პილინგებს მოერიდეთ.

მითი 2: მაკიაჟის საშუალებას აუცილებლად SPF უნდა ჰქონდეს

ალბათ, იცით, რომ კანი UVA და UVB მზის სხივებისგან უნდა დაიცვათ, რომ კანის დაბერება თავიდან აიცილოთ. ქალების უმეტესობა დილით, მაკიაჟის წასმამდე ტონალურ კრემს ან დამატენიანებელ კრემს SPF–ით იყენებს.

სინამდვილეში, მზისგან დამცავი საშუალება ყოველ რამდენიმე საათში განმეორებით უნდა წაისვათ, რომ კანი მზის სხივებისგან დაიცვათ და კანის დაბერება თავიდან აიცილოთ.

მითი 3: რაც უფრო ხშირად დაიბანთ სახეს, მით უკეთესი

სახის ხშირი დაბანისას ნატურალური ზეთი გვშორდება, რომელიც კანს იცავს და ჰიდრატაციას მხარს უჭერს. დღეში ერთხელ, საღამოს ნაზი საშუალებით სახის დაბანა საკმარისია, რომ სახე ნაზად გაიწმინდოთ, დილით მხოლოდ წყლით დაიბანეთ. გარდა ამისა, ვარჯიშის ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაუყონებლივ დაიბანეთ.

მითი 4: ნაოჭების თავიდან აცილებაში მხოლოდ ძვირადღირებული კოსმეტიკა დაგეხმარებათ

კოსმეტიკური საშუალებების ფასი ყოველთვის ეფექტურობის გარანტიას არ იძლევა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში პროდუქტები ძვირდება. მაღალი ფასი იმაზე მეტყველებს, რომ მწარმოებელმა შეფუთვასა და მარკეტინგში ბევრი ფული ჩადო. თქვენ შეგიძლიათ კოსმეტიკა ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინოთ, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია.

მითი 5: კომპლექსური ანტი ეიჯ მოვლა გჭირდებათ

ბევრი ქალი ანტიასაკობრივი მოვლის რიტუალს იტარებს და ბევრ საშუალებას იყენებს. დერმატოლოგების თქმით, საკმარისია მსუბუქი გამწმენდი საშუალება, ექსფოლიანტი მჟავე ბაზაზე, დამატენიანებელი კრემი, კრემი რეტინოლით და მზისგან დამცავი SPF 30.

მითი 6: ახალგაზრდას ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება არ სჭირდება

როგორც კი ნაოჭები გაჩნდება, მისი „წაშლა“ შეუძლებელია. 30 წლის შემდეგ კანი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მასზე მოვლა 20 წლის ასაკში უნდა დაიწყოთ. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი – მზისგან დაცვა, რადგან ულტრაიისფერი სხივები ჩვენი კანის დაბერების ნიშნებზე პასუხისმგებელნი არიან. ამინდის და სეზონის მიუხედავად კრემი SPF–ით გამოიყენეთ. კანის მოვლის რიტუალში ჩართეთ ანტიოქსიდანტები, მაგალითად, შრატები C ვიტამინით.