რატომ გვირჩევენ ხშირად ქოქოსის ზეთს სახის, ყელის და თმის მოსავლელად

0
624

ქოქოსის ზეთს სახის, ყელის და თმის მოსავლელად რეკომენდაციას ხშირად უწევენ. Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთი მომხმარებლის შეფასებას ქოქოსის ზეთის შესახებ.

„ქოქოსის ზეთის ყიდვა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც მისი დამატენიანებელი თვისებების შესახებ გავიგე. მისი მოქმედების ფართო სპექტრით დავინტერესდი.

ერთხელ მაღაზიაში შემხვდა და გადავწყვიტე შემემოწმებინა, თუ მომიხდებოდა.

ყიდვიდან რამდენიმე თვე გავიდა და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ქოქოსის ზეთი ძალიან მომწონს.

როგორ ვიყენებ

  • თმის ნიღაბი. ამისთვის დაბანამდე ზეთი მთელ სიგრძეზე წაისვით, სპეციალური ქუდი დაიხურეთ, პირსახოცით შეიფუთეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ შამპუნით 2–ჯერ ჩამოიბანეთ.
  • სახის ნიღაბი. ქოქოსის ზეთს სხვადასხვა კომპონენტი დაუმატეთ და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.
  • სახის მასაჟი. სახეზე ქოქოსის ზეთი წაისვით და 5-10 წუთით სახის და ყელის სამასაჟო ხაზებზე მსუბუქ ლიმფო–სადრენაჟო მასაჟი გაიკეთეთ.

ახლახანს ზურგზე მის მოქმედებას დავაკვირდი. კარგი სრიალა ეფექტი აქვს და ზურგის მასაჟისთვის გამოგადგებათ.

ეტიკეტზე მითითებულია, რომ მისი გამოყენება გასარუჯად და რუჯის შემდეგ შეიძლება, რადგან კანს კვებავს და გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს. თუმცა ამ მეთოდით ჯერ არ მიცდია, ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით.

ზეთი გამჭვირვალე და თხელია. სუნს ვერ ვგრძნობ.

ქოქოსის ზეთის თვისებები

  • პატარა ნაოჭებს ასწორებს.
  • დამჭკნარი, დაბერებული და ჩამოწელილი კანის მოსავლელად საუკეთესოა.
  • მოქნილობას, ელასტიურობას და ტონუსს ზრდის.

რატომ მომეწონა

  • ზეთის გამოყენების შემდეგ თმა უფრო ელასტიური ხდება, ბზინვარება ჩნდება.
  • სახის ნიღაბში ზეთის დამატების შემდეგ სიმშრალე სწრაფად გაქრა და კანი დარბილდა.
  • გამოყენების ვადა – 24 თვე.

რა არ მომეწონა

  • ასეთი ვერ აღმოვაჩინე.

როგორც კი პირველი ბოთლი გამითავდა, ახალი ვიყიდე, რადგან ქოქოსის ზეთი გამოყენების ფართო სპექტრი მომეწონა.

ბოთლის მოცულობა – 200 მლ, ფასი – 5 ლარი.