
ყველამ იცის, რა არის ადამიანის პულსი. ჩვეულებრივ, მასში დროის ერთეულში დარტყმების რაოდენობა იგულისხმება. ასევე ყველამ იცის, რომ პარამეტრი ადამიანის ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იცვლება.
პულსის კონკრეტული პარამეტრები
თავად სიტყვა „პულსი“ დარტყმას, ბიძგს ნიშნავს. ეს დარტყმები გულის კუნთების შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება, რომელიც არტერიების რყევებს იწვევს.
გულის ზოგად ჯანმრთელობას ახასიათებს პულსის რამდენიმე პარამეტრი:
- სიხშირე – გარკვეულ დროში დარტყმების რაოდენობა.
- რიტმი – დარტყმებს შორის დროის ინტერვალი (თუ განსხვავებულია, ამას „არითმია“ ეწოდება).
- არტერიებში წნევის შემცირების ან გაზრდის სიჩქარე (სწრაფი ან სუსტი დინამიკა არანორმალურად ითვლება).
- დაძაბულობა, რომელიც კუნთებს პულსის დასარეგულირებლად სჭირდება (სიხშირე, ზედმეტი დაძაბულობა ჰიპერტონიის დროს პულსის ტალღებად ითვლება).
პულსის გასაზომად რაიმე მოწყობილობა არ გჭირდებათ. ამას თავად მარტივი მეთოდით გააკეთებთ. არტერიების შიგნით დარტყმების შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეგიძლიათ, ხშირად ამას მაჯაზე აკეთებენ.
პულსის საზომი ერთეულია გშს – გულის შეკუმშვის სიხშირე. გშს ნორმალურია, თუ მშვიდ პოზაში წუთში 60-80 დარტყმა ხდება. ზოგჯერ ამ მაჩვენებლის მცირედით (მაქსიმუმ 10-ით) გაზრდა ან შემცირება დასაშვებია. თუ პულსი 90 ან მეტია – ეს უკვე ადამიანის ასაკის მიხედვით უნდა შეაფასოთ.
ზრდასრული მამაკაცისთვის
თუ მამაკაცი სპორტით აქტიურად დაკავებულია, მისთვის მშვიდ მდგომარეობაში წუთში 50 დარტყმა ნორმალურად ითვლება.
ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმი ინტენსიურ რიტმში მუშაობას ეჩვევა, გულის კუნთები ფართოვდება და მეტ სისხლს ტუმბავს. სწორედ ამიტომ, მშვიდ მდგომარეობაში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ არა უხარისხოდ მუშაობდეს.
ქალისთვის
ნორმალური გშს–ს მაჩვენებელი ქალისთვისაც არის 70-90 დარტყმა წუთში. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ქრონიკულ დაავადებებზე, ჰორმონების დონეზე, ასაკზე და ა.შ.
ფიზიკური დატვირთვის დროს
პულსის მაქსიმალური მნიშვნელობის გამოსათვლელად, 220–ს თქვენი ასაკი გამოაკელით. ანუ 40 წლის ადამიანისთვის პულსის მაქსიმალური მაჩვენებელია წუთში 180 დარტყმა.
მინიმალური მაჩვენებელი კი მაქსიმუმის ნახევრის ტოლი უნდა იყოს (ამ შემთხვევაში – 90).
ზომიერი დატვირთვისას ნორმალური პულსი მაქსიმუმ მაქსიმალური მაჩვენებლის 70% უნდა იყოს (126 დარტყმა), ძლიერი დატვირთვისას მაქსიმუმ 85% (153 დარტყმა/წუთში).
ჭამის შემდეგ გულის შეკუმშვის სიხშირე იზრდება და ეს ნორმალურია. ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ მდგომარეობა ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას უტოლდება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ასაკი, რადგან თითოეული ჯგუფისთვის ნორმალური გშს–ს პარამეტრი იცვლება.
ნორმალური პულსის ცხრილი სხვადასხვა ასაკისთვის:
გახსოვდეთ, სტატია გაცნობითი ხასიათისაა. გულის პრობლემების შემთხვევაში ექიმს/სპეციალისტს მიმართეთ.