
თვალის ირგვლივ კანი ძალიან თხელი და ნაზია, ცხიმის ფენა არ აქვს. პირველად სიბერის ნიშნები აქ ჩნდება, ამიტომ ამ ზონის სწორად მოვლა მნიშვნელოვანია.
Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძალიან კარგ საშუალებას თვალის ირგვლივ კანისთვის. მისი გამოყენების შემდეგ ნაოჭები გასწორდება, კანი გაღიავდება, უფრო მკვრივი და დაჭიმული გახდება, შეშუპება გაქრება.
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ უმი კარტოფილი, ქერქიანად გახეხილი
- 1 ჩ/კ ხაჭო
- რძე ან ნაღები
- 5 წვეთი A ვიტამინი
- 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- უმი კარტოფილი ქერქიანად გახეხეთ (წინასწარ გარეცხეთ). ამ მასიდან 1 ჩაის კოვზი დაგჭირდებათ.
- ხაჭო მინის ჭურჭელში მოათავსეთ, რძეში ან ნაღებში გააზავეთ. თხელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
- გახეხილი კარტოფილი დაუმატეთ და აურიეთ.
- ზეითუნის ზეთი და A ვიტამინი დაუმატეთ, აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ნიღაბი არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს.
გამოყენება:
ნიღაბი ზედა და ქვედა ქუთუთოზე, „ბატის თათებზე“ წაისვით. ნიღაბი შეგიძლიათ ბამბის დისკს წაუსვათ და შემდეგ თვალის ირგვლივ დაიდოთ. თქვენთვის მოსახერხებელი წასმის მეთოდი გამოიყენეთ.
საშუალება 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი კვირაში 3–ჯერ გაიკეთეთ და თქვენი კანი უფრო ჯანსაღი, დატენიანებული, სასარგებლო მიკროელემენტებით გაჯერებული გახდება. რამდენიმე თვეში ნიღაბი შეგიძლიათ გამოცვალოთ.