
თუ თვალქვეშ ნაოჭებს ვერაფერს უხერხებთ, ამ ბრძოლით დაიღალეთ და აღარ იცით, როგორ მოიქცეთ, სცადეთ კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ.
ესაა უბრალო და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც 7 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა გამოიყენოთ. ეს შინ მომზადებული ნიღაბი თვალის გარშემო კანისთვისაა. მისი გამოყენების შემდეგ, ღრმა ნაოჭებიც კი მნიშვნელოვნად მცირდება.
ინგრედიენტები:
- ერბო-კარაქი – 1 ჩ.კ.
- კვერცხის გული – 1 ც
- E ვიტამინის ცხიმოვანი ხსნარი – 3-4 წვეთი
- გლიცერინი – 6 წვეთი
- აბუსალათინის ზეთი – 6 წვეთი
- მარილი – 1/2 ჩ.კ.
- მდუღარე წყალი 1/3 ჭიქა
მომზადება და გამოყენება
- კვერცხის გული ცილას დააშორეთ, მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში და ათქვიფეთ ოდნავ. გულს დაუმატეთ ერბო და კარგად მოურიეთ.
- ძირითად მასას დაუმატეთ ვიტამინის ხსნარი, გლიცერინი და აბუსალათინის ზეთიც. მოურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზადაა!
- თვალქვეშა კანზე წასმამდე, მოამზადეთ მარილხსნარი – ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 1/3 ჭიქა თბილი გადადუღებული წყალი და დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. მარილი. მოურიეთ გახსნამდე.
- ახლა კი წაისვით ნიღაბი თითებით ან სპეციალური ფუნჯით. პრობლემურ ზონაზე ნიღაბი 2-3 ფენად უნდა დაიტანოთ. ნაოჭები ნიღაბმა სრულად უნდა დაფაროს.
- აიღეთ 2 ბამბის დისკი, ჩაალბეთ მარილწყალში და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. დაფარეთ ნიღბის ფენაც. გაიჩერეთ 15 წუთით.
ამის შემდეგ, ბამბის დისკებითვე მოიშორეთ ნიღაბი, ისევ მარიწყალში ჩალბობის შემდეგ. საგულდაგულოდ მოიშორეთ ნარჩენები, აუცილებლობისამებრ წაისვით თვალის გარშემო კანის კრემი. როგორც უკვე გითხარით, ნიღაბი 7 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა გაიკეთოთ.