მხოლოდ 1 კოვზი ხსნარია საჭირო, ჩამომჭკნარი ჩითილების ფეხზე დასაყენებლად

0
744

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ საინტერესო და საკმაოდ პოპულარულ სასუქზე, რომელიც ფოთლების ჩითილებზე გამოიყენება. ბევრ ჩვენგანს ხომ უკვე უამრავი ჩითილი აქვს მომზადებული დასარგავად.

რა თქმა უნდა, ამისთვის მთავარი პირობა სწორი სასუქის შერჩევაა. ჩვენი ჩითილების სიცოცხლის პირველ კვირას მათ დიდი რაოდენობით აზოტი სჭირდება, მცენარეებმა მწვანე მასა რომ მოსხას.

ეს სასუქი მცენარეებს წონის სწრაფად აკრეფაში დაეხმარება. თუმცა, მას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჩითილები სიმაღლეში გაიწელა – ეს საშუალება გაასქელებს, ცუდად იზრდება – ამაშიც დაეხმარება.

მიხვდით, რაზეა საუბარი? აზოტის წყაროზე? დიახ, ნიშადურის სპირტს ვგულისხმობთ. ანუ, ამიაკის წყალხსნარს. იგი უახლოეს აფთიაქში აუცილებლად იქნება.

რაში სჭირდება პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანსა და ყვავილებსაც კი, ნიშადურის სპირტით მორწყვა? ეს იმიტომ, რომ

  • უზრუნველყოთ მცენარის სწრაფი ზრდა და მწვანე მასის ამოყრა;
  • დაიცვათ სოკოვანი დაავადებებისა და მავნე მწერებისგან;
  • ჩითილები არ გაიწელოს და ძლიერი ღერო გამოვიდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ნიშადური მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოიყენოთ, რაც ჩითილებს პირველი ორი ნამდვილი ფოთოლი გაუჩნდება. უკეთესი იქნება, ორი წყვილი ფოთლის გაჩენას თუ დაელოდებით, მცენარე რომ დაფესვიანდეს.

რით გამოვკვებოთ ახალგაზრდა ჩითილები?

  1. დილით მორწყეთ ჩითილები თბილი წყლით.
  2. 1 ლ თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტი.
  3. ურიეთ და ჩაასხით პულვერიზატორში. ნიშადურს არ მისცეთ აორთქლების საშუალება.
  4. შეაშხეფეთ ფოთლებს და დაამუშავეთ ნიადაგი ღეროების გარშემო.