
მინდა, დღეს ომეგა3-თან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე გესაუბროთ. ამ სტატიაში არ იქნება მითითებული აღნიშნული დანამატის მიღების დოზები, რამდენადაც ეს ინდივიდუალურია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პრეპარატის გამოყენებამდე მე არამხოლოდ ექიმს გავესაუბრე, არამედ ანალიზებიც ჩავაბარე (ომეგა3-ის ინდექსი). მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ დამენიშნა დანამატი.
პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
მაშ ასე, მართალია, სწორად კვებას ვცდილობ (ბოსტნეული, თევზი, თხილი, მწვანილი და სხვა – ჩემი რაციონის ძირითადი წევრები), თუმცა, ომეგა3, ანალიზის მიხედვით, მაკლდა (არადა ცხიმიან თევზს ხშირად ვჭამ, სელის თესლსა და ზეთსაც ხშირად მივირთმევ).
იაფფასიანიდან ძვირადღირებულამდე უამრავი პრეპარატი დავლიე და მაჩვენებლებს ანალიზებით ვამომწმენდი. ჰოდა, მაჩვენებელი ნორმაში მას შემდეგ მოვიდა, რაც კურსი Solgar-ის Omega 3 Fish Oil Concentrate-თი გავიარე.
თვითონ კაფსულები საკმაოდ დიდი ზომისაა, თუმცა, მარტივად იყლაპება. ჩემს ვაჟს უყვარს ამ კაფსულების დაღეჭვა, მაგრამ, სხვა მწარმოებლების კაფსულებს აფურთხებდა – ხან მწარე იყო, ხან უგემური, ამ კონკრეტულს კი ყოველთვის ბოლომდე ჭამს.
რატომ დავიწყე ომეგა3-ის მიღება
მე თმასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს – დიდი ხანი მცვიოდა. რომელ ექიმთან არ ვიყავი, რა ანალიზები არ ჩავაბარე – ყველაფერი ნორმაში იყო. მაშინ ვიტამინების თვალსაზრისით დავიწყე “გამოძიება”. მოკლედ, ანალიზების მიხედვით, ომეგა3 მაკლდა (არადა, ანალიზების ჩაბარებამდე თევზის ქონის იაფფასიანი პრეპარატით გავიარე კურსი). მოკლედ, ექიმმა სოლგარის ვარიანტი დამინიშნა. აი, უკვე რამდენიმე წელია მას კურსებად ვიღებ და ანალიზებსაც ვამოწმებ (ანალიზი ძალიან ძვირია ).
ომეგა3-ის უპირატესობები
პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ვიტამინების მიღების შემდეგ, თმისცვენა არ შემწყდარა, თუმცა, თმა ძალიან სწრაფად გაიზარდა. თმა არც გახშირებულა, თუმცა, გარეგნულად გაცილებით უკეთ გამოიყურება.
ანუ, თმა ისე იზრდება, როგორც მანამდე, თუმცა, ახლა ისეთი მსხვრევადი აღარაა, როგორც ადრე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დადებითი შედეგია. ტაც შეეხება კანს – გაიწმინდა. მე ფართო ნასვრეტები მაქვს და ადრე ხშირად მიწევდა ქონისგან წმენდა. ახლა ამ პროცედურას უფრო იშვიათად ვატარებ, რადგან ხშირად შესრულების საჭიროებას ვეღარ ვხედავ.
კანის დატენიანებისა და სიმკვრივის მხრივ, ცვლილებები არ შემინიშნავს. ერთადერთი – ტუჩები ისე აღარ მიშრება, ჰიგიენურ ტუჩსაცხს თითქმის აღარ ვიყენებ.
აი, ომეგა3-მა კი ფრთხილების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ფრჩხილების დაჭრას ვეღარ ვასწრებ, ვერც ფორმის გასწორებას. ადრე თითოეულ ფრჩხილს თავს დავკანკალებდი, მეშინოდა, რომ მომტყდებოდა – მის გაზრდას მერე თვეები დასჭირდებოდა. ახლა სიგრძეს თავისუფლად ვიმოკლებ.
კიდევ ერთი თავისებურება – ომეგა3-ის კაფსულები სწრაფად და მარტივად გახდომაში მეხმარება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დიეტას ვიცავ და ფიზიკურ სავარჯიშოებსაც ვამატებ. თუმცა, მანამდე ძალიან მიჭირდა გახდომა, ყველა წესის დაცვითაც კი. როგორც ჩანს, კაფსულები მიმოცვლით პროცესებზე ახდენს გავლენას, რამდენადაც სხვა კურსების დროს მსგავსი შედეგი არ მიმიღია