ქუთუთოები შეშუპებულია, კანი – მოშვებული: 2 იაფი კრემი კანის გამოსაცოცხლებლად

0
770

დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ორ კრემს, რომლებსაც მე ხშირად ვიყენებ (როგორც კი თავდება). კრემის ფასი სასაცილოა, თუმცა, პროდუქტს ძალიან კარგი ეფექტი აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მათ ინსტრუქციის მიხედვით არ ვიყენებ.

30 წელს გადავაბიჯე და უკვე საკმაოდ ხშირად მაწუხებს თვალქვეშა შეშუპებები, შავი წრეები (როცა ვერ ვიძინებ), ახლა კი ლოყებსა და ცხვირზე ოდნავ შესამჩნევი კუპეროზიც გამიჩნდა.

ამ პრობლემებისგან თავის დასაღწევ გზას დიდხანს ვეძებდი, უამრავი კრემი გამოვცადე. ზოგიერთი მათგანი კარგ შედეგს იძლეოდა, უბრალოდ ფასი მაფრთხობდა. მოკლედ, ბოლოს მივაგენი 2 კრემს, რომლებიც ფასით არ მაშინებს და კარგი ეფექტიც აქვს. ახლა ამ კრემებს კურსებად ვიყენებ.

კრემი თვალის გარშემო კანისთვის

ამ კრემს მხოლოდ აფთიაქში ვყიდულობ. რამდენიმე თვის გამავლობაში ვერ ვპოულობდი, მეგონა, შემოტანა შეწყვიტეს-მეთქი. თუმცა, შემდეგ ისევ გამოჩნდა. მაშ ასე, კრემი “სუპერი” თვალქვეშა შეშუპებისა და სილურჯეებისთვის.

რა არ მიცდია თვალქვეშა შეშუპების გასაქრობად, მაგრამ ყოველ ჯერზე ვუბრუნდებოდი ამ კრემს. ახლა მას არა კრემის, არამედ ნიღბის სახით ვიყენებ, რამდენადაც სწორედ ნიღბის შემდეგ ჩანს ეფექტი გაცილებით უფრო ნათლად. პატჩებიც კი არ იძლევა მსგავს შედეგს.

დილით, სახის დაბანის შემდეგ, კრემს ვისვამ შეშუპებებზე და რამდენიმე წუთით ვიჩერებ. იგი სასიამოვნოდ აგრილებს კანს და შეშუპებაც სწრაფად ცხრება.

კრემის უარყოფითი მხარე ისაა, რომ იგი კანს ცუდად ატენიანებს – მისი გამოყენების შემდეგ სხვა, დამატენიანებელ ან მკვებავ კრემს ვიყენებ.

თვითონ კრემს კი მსუბუქი კონსისტენცია აქვს, კარგად ნაწილდება კანზე და პიტნის მსგავსი სუნი აქვს.

სახის კრემი

კიდევ ერთი კრემი, რომელიც უკვე მესამედ ვიყიდება – “ჟიმოლოსტი” კომპანია “დობროდეასგან”.

ეს კრემი აქრობს სისხლძარღვოვან ბადეებს, გაწელილ კანსა და გაფართოებულ ვენებს. იგი პირველად დედაჩემს ვუყიდე, კუპეროზის საწინააღმდეგოდ. ეფექტი სახეზე იყო, გარდა ამისა, ამ კრემის გამოყენების შემდეგ, დედაჩემს სახის კანიც გაუახალგაზრდავდა.

მოგვიანებით, ამ მწარმოებლის კრემები მირჩია მკითხველმა, ამჯერად კი იგი ჩემთვის ვიყიდე. ის ქილა 2 თვეში გათავდა, რამდენადაც კრემს ნიღბად ვიყენებ, კვირაში ორჯერ, სახესა და დეკოლტეზე. ვიჩერებ 40 წუთი და თბილი წყლით ვიბან. კრემს ნიღბად იმიტომ ვიყენებ, რომ იგი წებოვანია, მის შეწოვას ძალიან დიდხნიანი დაზელა სჭირდება. ამის დრო და ენერგია ყველას არ აქვს. უბრალოდ წაისვი და იარე, სხვა საქმეები აკეთე. კრემი თაფლისფერი და მკვრივია.

ამ კრემის გამოყენების შემდეგ, კანი ჯანსაღ ფერსა და სიმკვრივეს იძენს. მე კისერსა და დეკოლტეზე ძალიან თხელი კანი მაქვს, ვენები მეტყობა. ამ პროდუქტმა ეს იერი გააუმჯობესა. ჩემი ყურადღება კრემის შემადგენლობამაც მიიქცია – იგი აბსოლუტურად ნატურალურია, კონსერვანტად კი თაფლია გამოყენებული.

ვიცი, რომ კუპეროზის დროს თაფლის წასმა არ შეიძლება, თუმცა, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ სისხლძარღვებს კრემი აფერმკრთალებს? იქნებ, საქმე აქტიური კომპონენტების თანაფარდობაშია – ისინი ერთმანეთს ავსებენ?

მოკლედ, ამ კრემებს დიდი ხანია ვიყენებ და ეფექტსაც ვხედავ. იქნებ, ეს ინფორმაცია დაგეხმაროთ გარეგნული პრობლემების გამოსწორებაში.