
მაიას ტომის ინდიელები ამ პროდუქტს “ძვირფას ნივთს” უწოდებდნენ, ინკას ტომი მას წმინდას უწოდებდნენ, აცტეკების მეფე მონტესუმა კი ყოველდღიურად ათობით ფინჯანს მიირთმევდა. საუბარია კაკაოზე, რომელიც პირთამდეა სავსე სასარგებლო ნივთიერებებით.
მნიშვნელოვანია ნამდვილი კაკაოს პოვნა, სამწუხაროდ, დახლებზე ბევრი ფალსიფიცირებული ნივთია. ორიენტირდით ფასის მიხედვით.
გაცნობთ კაკაოს
მიუხედავად იმისა, რომ კაკაო ძალიან პოპულარული პროდუქტია, მას დღემდე შეისწავლიან. დღეისათვის ცნობილია, რომ კაკაო-ბობი შეიცავს
- კოფეინს, ეპიკატექინსა და თეობრომინს, რომლებსაც სისხლძარღვები ტონუსში მოჰყავს;
- მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, თუთიასა და სხვა ელემენტებს;
- თიამინს, ადერმინს, რიბოფლავინს, B5-სა და B9-ს, PP-ს, E-ს, A-ს;
- ორგანულ ცხიმმჟავებს.
ეს კაკაოს სასაგებლო შემადგენლობის არასრული ჩამონათვალია. თუმცა, საკმარისია იმის გასაგებად, რომ კაკაო სასარგებლოა როგორც სასმლის, ისე კოსმეტიკის სახითაც.
ახალგაზრდობის ვიტამინები
ზემოხსენებული ნივთიერებები კანს ჰაერივით სჭირდება. მაგალითად, პანტოტენური მჟავა (B5) აძლიერებს მის აღმდგენ მექანიზმებს, კურნავს აკნეს და ხელს უშლის ტენის კარგვას. ფოლიუმის მჟავა (B9) კი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ხელს უწყობს კოლაგენის ძაფების სინთეზს.
ტოკოფეროლი (E ვიტამინი) აუმჯობესებს უჯრედების სისხლით მომარაგებას, ათანაბრებს კანის რელიეფსა და ფერს. ა ვიტამინი კი ერთგვარი ფარია, რომელიც კანს იცავს ნაოჭებისა და პიგმენტაციისგან, ეხმარება განახლებაში.
PP და B3 ვიტამინები ახასხასებს სახის კანს, ხელს უწყობს კანში სისხლის მიკროცირკულაციას. აი, ამიტომ უშვებენ მწარმოებლები კოსმეტიკას კაკაოს ექსტრაქტით.
კაკაო სახის სილამაზისთვის
კაკაოს ფხვნილიცა და ზეთიც უნივერსალური პროდუქტია, რომელიც მშრალი და ქონიანი, ასაკობრივი და პრობლემური კანისთვის საოცრად სასარგებლოა.
ნიღბების ნაცადი შემადგენლობები:
- ნებისმიერი კანისთვის: კაკაოს ფხვნილი + თხევადი თაფლი + სიმინდის ან ბრინჯის ფქვილი;
- ჩამოწელილი კანისთვის: კაკაოს ფხვნილი + არაჟანი + ასკილის ზეთი;
- ცხიმიანი, დასვრეტილი კანისთვის: კაკაოს ფხვნილი + მაწონი +ცისფერი ან მწვანე თიხა + ლიმონის წვნი;
- ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის: კაკაოს ფხვნილი + მაწონი +კაკაოს ზეთი + მწიკვი დარიჩინი;
- ფერმკრთალი კანისთვის: კაკაოს ფხვნილი + დაფქული ყავა + რძე.
თმის ჯანმრთელობისთვის
კაკაო თმისთვისაც ამდენადვე სასარგებლოა. ნიღბებში დამატებისას, პირველ რიგში, იგი აძლიერებს და კვებავს თმის ძირებს, აღადგენს ტენის ოპტიმალურ დონეს, თმას ელვარებასა და მოცულობას ანიჭებს.
მეორეც, კაკაო ეფექტურად ღებავს თმას. სხვათა შორის, თუ ეს თქვენს გეგმებში არ შედის, კაკაოს ზეთი უნდა აირჩიოთ.
კაკაოს საუკეთესო კომპანიონები თმის ნიღბებში:
- რძე ან ნაღები + კვერცხის გული, როცა თმას “რეანიმაცია” სჭირდება;
- ზღვის მარილი და ჭვავის პური, როცა თმის სწრაფად გაზრდა გნებავთ;
- წყალში გახსნილი ჟელატინი, როცა თმის ლამინირება გჭირდებათ;
- თუ თმის შეღებვა გინდათ, კაკაო ჩვეულებრივ ბალზამს უნდა დაუმატოთ.
თქვენ იყენებთ ამ პროდუქტს კოსმეტოლოგიაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება!