სხეულის ენაზე დაკვირვებით შეეცადეთ გამოიცნოთ რომელმა ქალმა დაიწყო კამათი

0
1013

თითოეულ ჩვენგანს გარკვეული ჩვევები აქვს, რომელთა მოშორება აუცილებლობის შემთხვევაშიც რთულია.

ჟესტების ენა – ხელის, თავის და სხეულის მდგომარეობა, რომელიც ადამიანის შესახებ ბევრ რამეს გეუბნებათ. მთავარია, ადამიანისგან ინფორმაციის წაკითხვა ისწავლოთ.

შესაძლოა, ახლა ახლის შესასწავლად საუკეთესო დროა. ასე ადამიანის ჭეშმარიტ ზრახვებს უკეთ გაიგებთ. სწავლის დასაწყებად Girl.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ.

კითხვა: სურათზე მოცემული სამი ქალიდან რომელმა დაიწყო ჩხუბი?

ქალების სხეულის მდგომარეობას დააკვირდით, ყურადღება და ლოგიკა გამოიჩინეთ. მზად ხართ პასუხის გასაცემად? თუ დარწმუნებული ხართ, მაშინ ჟესტების ენის გაშიფვრაზე გადავიდეთ.

შეკრული მუშტები და გადაჯვარედინებული ხელები

თუ პირველი ნომერი აირჩიეთ, ეს სწორი პასუხია. გადაჯვარედინებული ხელები და შეკრული მუშტები ამბობს, რომ გოგონა მტრულად განწყობილია და, რა თქმა უნდა, კამათი მან დაიწყო. ეს თავდასხმის პოზიციაა, მას მოჰყვება სახის გამომეტყველება: მრისხანედ შეკრული ყბა, შეჭმუხნილი შუბლი, ბოროტი ირიბი ღიმილი.

ნაწილობრივი თავდაცვის ბარიერი: იდაყვზე ხელის მოკიდება

თუ ვარიანტი 2 აირჩიეთ, ვერ გამოიცანით. ეს გოგონა უფრო თავდაუჯერებელია და თავს უხერხულად გრძნობს. ასეთ პოზას ხშირად უცნობ ხალხთან ურთიერთობაში იყენებენ. მათ სურთ თავი დაცულად იგრძნონ, და დამშვიდნენ ისე, როგორც ბავშვობაში მშობლების გვერდით.

გადაჯვარედინებული ხელები მუცლის დონეზე

სამწუხაროდ, ესეც სწორი პასუხი არაა. ასეთ პოზაში გოგონა უბრალოდ კამათს უსმენს და არ ერევა. აშკარაა, ასეთი სიტუაცია არ მოსწონს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად დაინახავთ ადამიანებს გადაჯვარედინებული ხელებით. ეს გავრცელებული და ხშირად გაუცნობიერებელი პოზაა. თავად მფლობელებიც ვერ ხვდებიან, ასე რატომ იქცევიან. სინამდვიელში ასე კრიტიკის უგულებელყოფა და ნეგატიური ინფორმაციისგან თავის დაცვას ცდილობენ.

თუ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა შეძელით, ექსპერიმენტმა გაამართლა. ახალი თავსატეხებით პრაქტიკა გააგრძელეთ. ვიმედოვნებთ, კმაყოფილი დარჩით და დამატებითი გამოცდილება მიიღეთ, რომ ხალხის უკეთ გარკვევა ისწავლოთ!