ტესტი ყურადღებაზე: ვინ არის ამ მამაკაცის ცოლი მოცემულ სურათზე

0
1670

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან მარტივ ტესტს გასართობად. ტესტი სახალისოა და თქვენგან ყურადღებას მოითხოვს. დააკვირდით სურათს, სადაც გამოსახულია 3 ლამაზი ახალგაზრდა ქალი და 1 მამაკაცი უხეში გარეგნობით.

დაადგინეთ, ვინ არის ამ მამაკაცის კანონიერი ცოლი. როგორც წესი, ქალები იმწამსვე ხვდებიან. რასთან არის ეს დაკავშირებული, პასუხს ქვემოთ იპოვით.

მოკლედ, სურათზე მოცემულია 3 ქალი და 1 კაცი. ყურადღებით დააკვირდით და ამ მამაკაცის ცოლი მოძებნეთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამოხსნას?

რომელია ყველაზე შესაფერისი ქალი ცოლის როლისთვის?

რომანტიკულ ქერათმიან ქალს შეხედეთ, იქნებ არჩევანი მასზე შეაჩერეთ?

მოკრძალებული შავგრემანიც შეიძლება ცოლი იყოს, როგორ ფიქრობთ?

მაგრამ, სავარაუდოდ, ცოლი უჩვეულო ქალია ლურჯი თმით და ტუჩებით!

გირჩევთ, არ იჩქაროთ, მით უფრო ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გარეგნობის მიხედვით წყვილების შერჩევა გამონაკლისი არაა, მაგრამ არა ყოველთვის მართალი.

დღეს შერლოკ ჰომსის როლს მოირგებთ და მოძებნით დეტალებს, რომელიც თავსატეხის ამოხსნაში დაგეხმარებათ.

არსებობს ერთი დეტალი, რომლის დახმარებით კითხვაზე პასუხის გაცემას და ტესტის წარმატებით გავლას შეძლებთ. როგორც წესი, ამას ქალები უფრო სწრაფად პოულობენ, ხოლო კაცები ყურადღებას არ აქცევენ.

მცირე მინიშნება! ეს საქორწილო სიმბოლოა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პატარძლის თაიგული.

დარწმუნებული ვართ, მიხვდით, რაზეა საუბარი: ეს ბეჭედია.

ქალები ბუნებით უფრო დაკვირვებულნი არიან და ყოველთვის ჯერ მამაკაცის ხელს უყურებენ, რომ მიხვდნენ, დაქორწინებულია თუ არა. ბეჭედს შეუძლია მამაკაცის ოჯახური მდგომარეობის შესახებ გიამბოთ. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ამ დეტალს კაცებიც ყურადღებას აქცევენ.

ესეც ასე, ამოცანა ამოვხსენით იმის მიუხედავად, რომ ნომერი 3 ცოლის როლისთვის უფრო წარმატებული და შესაფერი ჩანდა.