გახდომის 3 მარტივი გზა ყველაზე ზარმაცი და უნებისყოფო ადამიანებისთვის

0
690

ძალიან ხშირად გახდომის პროცესი აღიქმება ტანჯვად, კატორღად, ბედნიერებასა და კომფორტზე უარის თქმად. კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში ისე მოქმედებს, რომ ადამიანები გახდომას არც იწყებენ. თან არსებობს ხაფანგი „დღეს გემრიელად შევჭამ, ხვალ დავიწყებ“ და ხშირად ეს „დღეს“ იწელება და წონაში დაკლების სურვილი ქრება.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 3 მეთოდს, რომელთა დახმარებით წონაში დაკლებას ფსიქიკის შერყევის გარეშე შეძლებთ.

1. პროდუქტების შემადგენლობა შეცვალეთ

სასარგებლო ცხიმების და ცილების საკმარისი რაოდენობის მიღების გარეშე დაკლება რთულია. ფიზიკურად შეუძლებელია! დაკლების პროცესი თავის ნებაზე არ უნდა მიუშვათ.

კიდევ უფრო რთულია გახდომა, როცა შიმშილს მცირე ულუფა ნახშირწყლებით იკლავთ. იქ–აქ, სანამ ორგანიზმი ინსულინის რეზისტენტობის წარმოქმნით მასზე რეაგირებას არ შეწყვეტს.

ადამიანს გასახდომად არა შიმშილი, არამედ პროდუქტების შემადგენლობის შეცვლა სჭირდება.

წითელი თევზი, ავოკადო, ქონი, ვირთევზას ღვიძლი შოკოლადის საწინააღმდეგოდ.

ჩვეულებრივ, ამ მომენტზე ჩნდებიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ღორის ქონი საზიანოა. საერთოდ ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ასე ჭამა ფუნთუშაზე საზიანო ნამდვილად არაა!  ჯანსაღი საკვები ორგანიზმისთვის საკვების ნარჩენებზე ცუდი ვერ იქნება.

თუ მიირთმევთ სალათს ვირთევზას ღვიძლით, დიდი ხნით დანაყრდებით. ხოლო ღვეზელის შემდეგ მალევე მოგშივდებათ. ამასთან სალათი შაქრისგან განსხვავებით ინსულინის რყევებს არ იწვევს.

კარგი იქნება, თუ ტკბილეულებს რაციონიდან ამოიღებთ. ასე სწრაფად მიხვდებით, სად არის შიმშილი, სად მადა. დიეტურ პროდუქტებზე სოუსის დამატებით ჭარბ მარილს, შაქარს ვიღებთ და კერძს უფრო გემრიელს ვხდით. გამოდის, არა დასანაყრებლად, არამედ გემოსთვის ვჭამთ.

რაც უფრო უგემურია კერძი, მით უფრო გრძნობთ, რომ დანაყრდით. ნახშირწყლების ნაცვლად სხვა წასახემსებელი გამოიყენეთ.

2. ლიმფოდრენაჟი

სითხის დაგუბებისას ადამიანი გაბერილ ბურთს ჰგავს. მოძრაობა არ გვინდა, ენერგია არ გვაქვს, კიდევ ცოტაც და ღიღინს დავიწყებთ.

მასაჟი და ლიმფური სადრენაჟო ხტუნვა ენერგიას გაზრდის. უკვე დივანზე წამოწოლა აღარ მოგინდებათ, მოძრაობის სურვილი გაგიჩნდებათ.

სანამ ყავას ადუღებთ, ადგილზე იხტუნეთ, ასე მთელი დღე ენერგიული იქნებით.

ლიმფური სადრენაჟო მასაჟი სჯობს კანის გამამკვრივებელ პროცედურებთან ერთად გამოიყენოთ. პირადად, ვიყენებ Mixit Fat Breaking Set Thermo–ს ანტიცელულიტურ ხაზს. სითხეც მოვიშორე, კანიც დაიჭიმა და დანაშაულის გრძნობაც გაჩნდა, რომელიც მადას შესანიშნავად თრგუნავს.

როცა ანტიცელულიტურ საშუალებას ისვამთ და პარკშეხვეული ზიხართ, ხელი ტკბილეულისკენ აღარ მიგიწევთ. მათთვის, ვისაც კომპანია და საღამოს მოწყენილობისგან რაღაცის წასუსვნა უყვარს. ისე მოვლის პროცედურაა და არა საჭმელზე უარის თქმის.

მთელი მოვლის რიტუალი დაკლების პროცესზე გაგაწყობთ, მოტივაციას მოგცემთ.

3. ფეხით სეირნობა

უკეთესია, ვიდრე პარკის გადახვევა. სჯობს პარკგახვეულმა ისეირნოთ. წაისვით სტრატეგიულ ადგილებში და სახლს რამდენიმე წრე დაარტყით.

რას მივიღებთ? ტანჯვის და წვალების გარეშე ზედმეტი სითხე თანდათან ქრება და ძალა იზრდება. გახდომის პროცესი ძალიან კომფორტულად მიმდინარეობს.