რუმიანას 2 წერტილი, რომელიც დაგაბერებთ ან გაგაახალგაზრდავებთ. დამოკიდებულია წასმის ადგილზე

0
616

შესაძლებელია თუ არა, რუმიანით სახიდან რამდენიმე წლის მოშორება? რუმიანა ასაკის აღქმაზე გავლენას უფრო მეტად ახდენს, ვიდრე ფიქრობთ. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ წაისვათ რუმიანა და როგორი რუმიანას გამოყენება სჯობს.

შეგახსენებთ, მაკიაჟში გაახალგაზრდავების ტექნიკა 25 წლიდან უნდა გამოიყენოთ! ამ ასაკიდან აუცილებელია თქვენი სახე გონივრულად შეაფასოთ და ყურადღება მიაქციოთ ტექნიკას და არა მხოლოდ თვითგამოხატვას და შემოქმედებას!

დღეს „ახალგაზრდობა“ მოვლის ერთგვარი სტანდარტია, ვიდრე ასაკი. თქვენ შეიძლება 60 წლის ასაკში იდეალური, მოვლილი სახის კანი გქონდეთ, ხოლო 30 წლისას უკვე „დამჭკნარი“ სახე.

ახლა ტრენდშია კრემიანი რუმიანა, რომელიც ერთი შეხედვით გამოსაყენებლად მსუბუქი კოსმეტიკური პროდუქტია. არადა, რუმიანა ძალიან მზაკვრულია!

თუ ადრე ფუფალასავით აწითლების ეშინოდათ, ახლა სახეზე დაწეული ლოყებით ზედმეტი წლის დახატვა აშინებთ. (და მაინც, რუმიანა აუცილებლად გამოიყენეთ, თუ ტონალურ კრემს იყენებთ. ჩვენ, ბუნებრივი რუმიანა დავფარეთ და მისი დაბრუნება აუცილებელია!)

ტრენდები იცვლება, აღქმა იცვლება! ყველას სურს კოსმეტიკით ჯანსაღი, ახალგაზრდული და ელეგანტური მაკიაჟის გაკეთება! ამის უფლება გვაქვს. კოსმეტიკაში დიდ ფულს ვიხდით. დაე, ბოლო თეთრამდე ეფექტურად იმუშავოს!

კრემიანი რუმიანა მშრალისგან იმით გამოირჩევა, რომ ფერადი ცენტრი უფრო ხშირად აქვს. რუმიანას წერტილებს ვსვამთ, შემდეგ ვშლით და ვიღებთ ფერად ლაქას, რომლის ინტენსივობა კუთხიდან კუთხამდე იცვლება. ამის ხარჯზე გემრიელ ლოყებს ვიხატავთ!

მშრალი რუმიანა თანაბარ ეფექტს იძლევა და მისი გამოყენებით ლოკალურ მოცულობებზე მანიპულირება რთულია.

ეს პირველი მიზეზია, რომ კრემიანი რუმიანას შეძენაზე დაფიქრდეთ. მეორე მიზეზი – კრემიანი რუმიანა კანს ადვილად ერევა და ნატურალური რუმიანას ეფექტს ქმნის.

გახსოვდეთ, რაც უფრო ასაკოვანია სახე, მით უფრო ღია ფერის რუმიანა გჭირდებათ (გონიერების ფარგლებში). თეორიაში უკვე გავერკვიეთ, ახლა პრაქტიკაზე გადავიდეთ!

ტონალურ კრემამდე თუ შემდეგ?

დამოკიდებულია კრემიანი რუმიანას ინტენსივობასა და სასურველი შედეგის მიღებაზე. გამჭვირვალე ტონალური ფლუიდებისთვის გირჩევთ რუმიანა ტონის ქვეშ წაისვათ, ხოლო მკვრივი ტონალური კრემის შემთხვევაში – ტონზე.

მკაცრად პუდრით დაფიქსირებამდე! პუდრით რუმიანა კარგად არ იშლება!

რით წავისვათ?

მნიშვნელობა არ აქვს, ხელით, სპონჟით თუ ფუნჯით. მთავარია, როგორ გამოიყენებთ ამ ინსტრუმენტებს და შეძლებთ თუ არა რეტუშირებას ხილული საზღვრების გარეშე.

და რაც მთავარია, სად წავისვათ?

  • ზუსტად თვალიდან 1 თითის ქვემოთ, ყვრიმალის ძვალზე დიდი წერტილი წაისვით, ხოლო საფეთქელთან – პატარა წერტილი.
  • დიდი წერტილის ზომა თითის ანაბეჭდის ტოლი ან უფრო პატარა უნდა იყოს.
  • ახლა მთავარია, კარგად ჩაშალოთ. რაც უფრო ვიწროა სახე, მით უფრო ახლოს შეგიძლიათ მიხვიდეთ ცხვირთან რეტუშირების დროს.

თქვენ იყენებთ რუმიანას? თუ არა, რატომ, თუ კი, რომელს?