თმის ბალზამი, რომელსაც ვაღმერთებ. ამჯერად, დიდი შეფუთვა შევიძინე

0
882

Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ შეფასებას თმის ბალზამის შესახებ, რომელიც უსიცოცხლო, მშრალ თმას აბრეშუმის სინაზეს და ბზინვარებას ანიჭებს.

„გამარჯობა, მე ელენა ვარ. ჩემი თმა დიდებულად გამოიყურება. შეღებილი არ მაქვს, მაგრამ თმის ფერი ფოტოზე განათების და კამერების მიხედვით იცვლება.

ფორებიანი თმა მაქვს, რომელიც ბუნებრივად არ ბზინავს. ახასიათებს გაუხეშება, დაბურდვა, რაც თმას ფუმფულას ხდის. შედეგად, იდეალურად ჯანმრთელი თმაც მოვლილად არ გამოიყურება.

რა გავაკეთე?

თმის სამკურნალოდ ბელორუსიულ საშუალებას ვიყენებ. ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის Aravia Professional-ის ბალზამ–კონდიციონერს Hydra Save Conditioner მშრალი, უსიცოცხლო თმის დასატენიანებლად.

პატარა შეფუთვა უკვე დავამთავრე, ცოტა ხანი მის გარეშე ვისუნთქე და მივხვდი, რომ არა, სწორედ ისეთი თმა მჭირდება, რომელსაც ეს კონდიციონერი მანიჭებს! დაუყონებლივ ლიტრიანი შეფუთვა ვიყიდე, 5 ლიტრიანი ყოფილიყო ვიყიდიდი.

წარმოიდგინეთ, რომ მშრალი თმის, გაყოფილი ბოლოების ნაცვლად თქვენი თმა თხევად აბრეშუმს ჰგავს. წარმოიდგინეთ? ამას საკუთარ თავზე ვგრძნობ! როგორ შეიძლება ამ ბალზამზე უარის თქმა? ასეთ ეფექტს პროფესიონალური ნიღბები არ მაძლევდნენ. სალონებზე საერთოდ ჩუმად ვარ, მათგან ჩემს შინაურულ პროცედურებსა და ექსპერიმენტებზე უკეთესი შედეგის მიღება ვერ მოვახერხე.

ამავე ხაზის შამპუნს ვხმარობ. ნორმალურია, მაგრამ პატარა შეფუთვა ნახევარზეც ვერ დავასრულე. აი, ბალზამით ვილხენ.