როგორ გამოვიყენოთ სელის თესლი სახის კანისთვის

0
948

სარკეში ჩახედვისას ფიქრობთ, რომ კანს უკვე აღარაფერი ეშველება, პლასტიკური ოპერაციის გარდა? მაშინ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა! არსებობს საკმაოდ მარტივი და ეფექტური გზა სახის გასაახალგაზრდავებლად. მაშინაც კი, თუ უკვე მრავალი კოსმეტიკური საშუალება სცადეთ, რომლებსაც იმდენად მიეჩვიეთ. რომ კანი აღარ რეაგირებს, სელის თესლი იდეალური საშუალება იქნება.ეს პროდუქტი ბევრგან იყიდება და იაფი ღირს. ჩვეულებრივ, მას გარეგანი სილამაზისთვის სასარგებლო დანამატად და შლაკებისა და ტოქსინებისგან გამწმენდ საშუალებად იყენებენ. თუმცა, ის, რომ ამ თესლის გამოყენება ნიღბის სახითაც შეიძლება და სახისა და კისრის კანზე თანამედროვე კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთაც მოქმედებს, ერთეულებმა იციან.

სელის თესლი კანისთვის

სელის უნიკალური თვისებები მისი ქიმიური შემადგენლობის გამოძახილია. სელის გარსი შეიცავს ლინოკოფეინს, ლინამარინის გლუკოზიდსა და მეთილის ეთერს. თავად თესლი – მრავალ ვიტამინს, მიკროელემენტს, ორგანულ მჟავებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ფერმენტებსა და ფიტოესტროგენებს.მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზოგიერთი კომპონენტი:

  • ფილოქინონი – თესლს კანის გათეთრებისა და პიგმენტაციის ალაგების უნარს აძლევს;
  • ნიაცინი – აუმჯობესებს კანის ტონუსს და ალაგებს წვრილ ნაოჭებს;
  • თიამინი – აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი;
  • ფოლიუმის მჟავა – კანის უჯრედებს ანთებასთან გამკლავებაში ეხმარება, ხსნის სიწითლეს, ქავილსა და ტკივილს;
  • ქოლინი – დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე კანზე, ამშვიდებს, ხსნის გაღიზიანებას;
  • ალფა-ლინოლეური ომეგა-3 მჟავა – მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ამცირებს ასაკობრივ ცვლილებებს.

სელის თესლი კოსმეტოლოგიაში

სელის თესლს კოსმეტოლოგიაში საპატიო ადგილი უჭირავს: იგი ფენოვან კოსმეტიკად ითვლება. ასეთი ნიღბის ორი გამოყენების შემდეგ, კანი შესამჩნევად რბილი, გლუვი და სასიამოვნო შესახები ხდება. წვრილი ნაოჭები ქრება, სახისა და კისრის კონტური კი იჭიმება.ასეთი ლიფტინგ-ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია, კანი მნიშვნელოვნად ახალგაზრდავდება. მეტიც, ადგილი აქვს დაგროვებით ეფექტს, რამდენადაც ფენის ქვეშ სასარგებლო ნივთიერებები აგრძელებს მოქმედებას, ნიღბის ჩამობანის შემდეგაც კი.შინ მომზადებული საშუალებების შემადგენლობაში, სელის თესლი მრავალ პრობლემასთან გამკლავებაში გვეხმარება. მათ შორის:

  • არბილებს გაუხეშებულ კანს;
  • აგვარებს სიმშრალისა და აქერცვლის პრობლემას;
  • აქრობს წვრილ ნაოჭებს თვალებისა და ტუჩების გარშემო;
  • ზომაში ამცირებს ღრმა ნაოჭებს;
  • აღიავებს სახის კანს;
  • ახორცებს ნაწიბურებს;
  • წარმატებით ებრძვის აკნეს;
  • ატენიანებს კანს;
  • აშორებს შავ წერტილებს.

სელის თესლის გამოყენება

თესლის შეძენისას, შეამოწმეთ მისი ვარგისიანობის ვადა. აუცილებელია, რომ პროდუქტი ახალი იყოს, ვადაგასული არ გარგებთ. მოამზადეთ სელის ნიღბები ყოველდღე, არ მოიტოვოთ მასა მეორე დღისთვის და არ მოამზადოთ იგი წინასწარ. ნიღაბი გაქვავდება და შესაფერის ეფექტს არ მოგცემთ. იმოქმედეთ შემდეგი პრინციპით: დილით თესლს დაასხით მდუღარე წყალი, საღამოს კი გამოიყენეთ იგი სახეზე.ახალგაზრდა და ნაკლებად პრობლემური კანისთვის, ნიღაბი 3 დღეში ერთხელ საკმარისი იქნება. გაუწყლოებული კანისთვის აუცილებელია მოვლის მთელი კურსი – 15-20 დღის განმავლობაში ყოველდღე, საღამოობით.

სელის თესლის ნიღაბი

  • დილით 1 ჩ.კ. თესლს დაასხით 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • კარგად მოურიეთ და 1-2 წუთით დააყენეთ.
  • დაახურეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაასვენეთ საღამომდე.
  • დაუმატეთ ხორბლის ან შვრიის ქატო, კრემისებრი მასის მისაღებად. შეგიძლიათ, ამავე ინგრედიენტების სხვადასხვა თანაფარდობით საშინაო სკრაბი მოამზადოთ.

გამოყენება

  1. მიღებული ლორწო, ბამბის დისკით ან ფუნჯით, წაისვით დაბალი სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე. გაიჩერეთ გახმობამდე (ამას 1 წუთი დასჭირდება).
  2. პირველი ფენის შემდეგ, წაისვით მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც.
  3. დაელოდეთ ნიღბის სრულად გაშრობას (20-25 წუთი).
  4. მისი წასმის დროს წამოწექით, მოდუნდით და არ ისაუბროთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი გადადუღებული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყლით.

ეს იაფფასიანი ნიღაბი ძალიან ეფექტურია. იგი კანს უბადლოდ გარდასახავს. 10-15 მარტივი პროცედურის შემდეგ, თავს სარკეში ვეღარ იცნობთ, შედეგი მოულოდნელი იქნება. სელის თესლი დაგავიწყებთ ბოტოქსსა და სხვა ძვირადღირებულ, უსიამოვნო პროცედურებს. სცადეთ და თავად დარწმუნდით.