ბუნებრივი საშუალებები კისრისა და დეკოლტეს ზონაში ნაოჭების მოსაშორებლად

0
821

ყოველ ჯერზე, როცა გარდერობში ვიხედებით შესაფერისი ტანსაცმლის ასარჩევად, ამა თუ იმ ნივთს განზე განსაკუთრებული მიზეზით ვდებთ: ნაოჭები, რომლებიც კისრისა და დეკოლტეს ზონაში გაჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჩვენი სხეულისთვის კარგი ძილი აუცილებელია, განტვირთვისა და განახლების მიზნით. მაგრამ, ის მდგომარეობები, რომლებსაც ძილის დროს ვიღებთ, ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. ბალიშში ჩარგული სახე, გვერდზე ან მუცელზე ძილი ტოვებს კვალს, რომელიც დროებითად მოგეჩვენებათ, დროთა განმავლობაში კი კანში ფესვებს გაიდგამს და აღარასდროს გაქრება.

საუკეთესო მდგომარეობა ძილისთვის სახით ზემოთ ან ოდნავ გვერდულად წოლაა, სახისა და კისრის კანს რომ არ დააწვეთ. კისრისა და სახის კანის კიდევ ერთი მტერია მზე. იგი ტოვებს კვალს, ლაქებს, აშრობს კანს, იწვევს ნაოჭებს. ნუ გახვალთ მზეზე დაცვის გარეშე.

ფაქტია, რომ ნაოჭები, ადრე თუ გვიან, გაჩნდება და, ზოგიერთი ჩვევის მოშორების გარდა, შეგვიძლია საშინაო საშუალებებსაც მივმართოთ, მათი დამალვა-გაუფერულების მიზნით.

გახსოვდეთ, რომ კისრის კანი ძალიან თხელია და მარტივად  ზიანდება. ამაზე უნდა იზრუნოთ და იგი მუდმივად დაატენიანოთ. ეს საშინაო ხრიკი კანს სიმკვრივეს მიანიჭებს და გააუმჯობესებს გარეგნობას, ამიტომ, არასდროს მოგიხდებათ იმ ტანსაცმლის გადაყრა, რომელიც მოგწონთ, და ჩაიცვამთ იმას, რაც გსურთ.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რჩევებს, ნიღბების სახით, რომლებსაც სახლში იმდენჯერ მოამზადებთ რამდენჯერაც ისურვებთ.

ბანანი და ვარდის წყალი: მწიფე ბანანი შეიცავს იდეალურ საშუალებებს კანის გაახალგაზრდავებისთვის. აიღეთ მწიფე ბანანი, აქციეთ პიურედ და დაუმატეთ 1 კოვზი ვარდის წყალი ან ასკილის ეთერზეთი. კისერზე წაისვით და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

ლუდის საფუვრის ნიღაბი: ძირითადი ფაქტორი, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, თუმცა, კანის მდგომარეობის გაუარესებას ასახავს, კოლაგენის გამომუშავების დაქვეითება გახლავთ. კოლაგენის სიმცირე იწვევს ნაოჭების გაჩენას და კანს აუწყლოებს. ამ ნიღბის დახმარებით შეგიძლიათ კოლაგენის წარმოების გააქტიურება. შეურიეთ მაწონს 1 ს.კ. ხორბლის ამონაცენი და 1 ს.კ. ლუდის საფუარი. კარგად მოურიეთ და წაისვით კისერზე. კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ.

სხვა რჩევები 

იმის გარდა, რაც ზემოთ მზესა და ძილზე ვთქვით, შეგიძლიათ, ცხოვრებაში შემოიღოთ ჯანსაღი ჩვევები, რომლებსაც ორგანიზმი ყოველთვის მიესალმება:

  • მოერიდეთ მზეს დაცვის გარეშე, განსაკუთრებით, ძლიერი აქტივობის პერიოდში;
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები, მაგალითად, ხილი და ბოსტნეული;
  • მოერიდეთ დიდი რაოდენობით წითელი ხორცის მოხმარებას;
  • შეამცირეთ რაციონში რაფინირებული ფქვილის რაოდენობა;
  • ამოიღეთ რაციონიდან არასასურველი საკვები, რამდენადაც იგი სავსეა ტოქსინებით, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი კანის ხარისხზე ახდენს გავლენას.