
Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ აღმოსავლური მედიცინის მარტივ რჩევებს, რომლებიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ:
1. არ დაგავიწყდეს თვალებით, გულწრფელად გაღიმება და გულის სიყვარულით ავსება.
ეს ყველა დაავადების პროფილაქტიკაა. როცა ნაღვლიანი, დათრგუნული ხართ, ტირით ან ნერვიულობთ, თქვენი ორგანოები გამოყოფს შხამს თუმცა, თუ ბედნიერი ხართ და იღიმებით, იგი თაფლისმსგავს სამკურნალო სითხეს ქმნის.
ყველამ იცის, რომ დღეს ცხოვრება ციებ-ცხელებასავითაა. ბევრისთვის უკვე ტრადიციად იქცა სამუშაო დღის დასრულება თავის ტკივილით ან წნევით. წნევა არამხოლოდ ჩვენს შიგნით, არამედ გარშემოც იზრდება.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ დროს უბრალოდ არაფერი არ უნდა გააკეთოთ. უბრალოდ ისწავლეთ, როდის ჩნდება რთული სიტუაცია, რაც არ უნდა ხდებოდეს, და არ მისცეთ მას თქვენი დაძლევის უფლება.
ამისთვის გაიღიმეთ. ასეთი მარტივი მოქმედება სამყაროს ცვლის და ის, რაც მანამდე გემუქრებოდათ, არასდროს განხორციელდება. თავიდან გაგიჭირდებათ შინაგანი ღიმილის შედეგების შეფასება, მის სწორად შესრულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თუმცა, დროთა განმავლობაში, თუ მას საკმაოდ ხშირად გამოცდით, იგი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.
სადაც არ უნდა იყოთ, დგახართ, დადიხართ თუ ზიხართ, გაიღიმეთ, მოდუნდით, გაავსეთ საკუთარი გული სიყვარულით და სიყვარულის ტალღებს სხეულის მოცვის საშუალება მიეცით.
2. ილაპარაკე ნაკლები
ილაპარაკეთ ნაკლები, კარგად დაფიქრდით, რა და როდის უნდა თქვათ. დროულად ნათქვამი სიტყვა ყველაზე ძვირფასია, დუმილი ხომ ცის ინარჩუნებს.
3. ნაკლები იდარდე და მეტი იმოქმედე
ნაკლები იფიქრეთ მომავალსა და წარსულზე, რამდენადაც სწორედ ისინი იწვევს ჩვენში შფოთვას, შფოთვა კი სტრესს ბადებს. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, კონცენტრირდეთ, როგორც კი შეძლებთ – გახსოვდეთ, რომ კონცენტრაცია თვითონ მოდის, განსაკუთრებული ტექნიკის გარეშე, – თუ დახმარებისა და პატიების უნარს განავითარებთ.
4. განავითარე გონების ძალა
ბევრ აღმოსავლურ ენაში, მათ შორის, ჩინურშიც, “გონება” და “გული” ერთი და იმავე სიტყვით გამოიხატება. მას შემდეგ, რაც მიაღწევთ დონეს, როცა აღარ შეგაწუხებთ პირადი ამბიციები, როცა შეგიძლიათ საკუთარი თავის დავიწყება და გულის განვითარება, მიიღებთ საშუალებას, რომელიც ყველა დაავადებისგან განგკურნავთ.
5. პატივი ეცით თავს და ფეხები თბილად გქონდეთ
საკუთარ თავს უდიდესი პატივისცემით უნდა მოეპყროთ. არსებობს წესი, რომელიც უნდა დაიცვათ: “თავი ცივად, ფეხები – თბილად”. ასე თავში დიდი რაოდენობით ენერგიისგან გათავისუფლდებით, მის გამო ხომ დისკომფოტს განიცდით ან ავადმყოფობთ კიდევაც.
თუ თავისკენ ზედმეტი ენერგია მიდის, სისხლის წნევა გაიზრდება. ენერგიის ტერფებისკენ მიმართვით, წნევასაც შეამცირებთ, ხოლო, თუ ფეხები თბილად გექნებათ, გულის შეტევას აღკვეთთ.
6. თბილად იქონიეთ კისერიც
კისერში მრავალი ისეთი სისხლძარღვი და ნერვია, რომლებიც თავის უმნიშვნელოვანესი ნაწილის – თავისკენ მიემართება. ამიტომ, მასაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ: ყურადღება მიაქციეთ, რომ კისერი თბილად იყოს, არ დაიჭიმოს, კომფორტულად გრძნობდეს თავს.
ეცადეთ, გრძნობები ზედმეტად ინტენსიურად არ გამოამჟღავნოთ. ნუ უცქერთ ან უსმენთ დაძაბულად ძალიან დიდხანს. თუ გრძნობათა ორგანოები ზედმეტად აქტიურად მუშაობს, დაავადება შეიძლება გაჩნდეს.
ჭარბი სასმლისა სა საკვების მოხმარებით საკუთარი თავის განებივრება თქვენს ჯანმრთელობას დაანგრევს. ცხოვრება რომ გაახანგრძლივოთ და დაავადებები თავიდან აიცილოთ, შეასრულეთ ნერწყვის ყლაპვის სავარჯიშო დღეში ბევრჯერ. არ გახვიდეთ ქარში ბანაობის ან გაოფლიანების შემდეგ.
7. კვებითი სიბრძნე
არ ჭამოთ ზედმეტი, რათა ჭამის შემდეგ ძალიან დიდხანს ჯდომა ან წოლა არ მოგიხდეთ, თორემ ეს თქვენს სიცოცხლეს შეამოკლებს. სუფრიდან სრულ დანაყრებამდე დიდი ხნით ადრე ადექით და შემდეგ მსუბუქად გაისეირნეთ. არასდროს ჭამოთ ძილის წინ. ჭამეთ ცოტა, მაგრამ ხშირად. ასე კარგ მონელებას უზრუნველყოფთ და 5 მნიშვნელოვან ორგანოს არ დატვირთავთ. ჭამის წინ, ჯერ ცხელი კერძი მიირთვით, შემდეგ თვილი.
ჭამის წინ, მსუბუქად ჩაისუნთქეთ, ჩაყლაპეთ ცოტაოდენი ჰაერი. მიირთვით მეტი ცხარე კერძი გაზაფხულზე, მეტი მჟავე ზაფხულში, მეტი მწარე შემოდგომაზე და ნაკლები მარილიანი ზამთარში, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
თუ ძალიან ბევრი მოგივიდათ ჭამა, არ დალიოთ ბევრი წყალი და არ ყლაპოთ იგი ძალიან ჩქარა. მოუნელებლობა მაშინ ხდება, როცა სრულად გაძღომამდე ჭამთ მას შემდეგ, რაც დიდხანს იშიმშილეთ. არ მიირთვათ ნედლი ხილი მშიერ კუჭზე, ისინი დიაფრაგმის ზემოთ ორგანოებს ახურებს.
8. დაიცავით ზომიერება
- ხანგრძლივი სეირნობა მყესებს აზიანეგს;
- ხანგრძლივი ჯდომა კუნთებს ვნებს;
- ხანგრძლივი დგომა ძვლებს ვნებს;
- ხანგრძლივი წოლა სასიცოცხლო ენერგიას ვნებს;
- ხანგრძლივი ფიქრი სისხლს ვნებს.
სიბრაზე, ნაღველი, მწუხარება და მელანქოლია მავნეა, თუმცა, ზედმეტი სიხარული და სიამოვნებაც მავნეა. მავნეა ტანჯვა, სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავება, ნერვიულობა.
9. სიხარული ცის რაოდენობას ზრდის
დიდი სიხარული დიდი ცია. დიდი ნაღველი ცის ნაკადს აჩერებს. სასიცოცხლო ენერგიის მარაგის ამოწურვა ზედმეტად აქტიური სექსუალური ცხოვრებითაც შესაძლებელია.
ნერწყვის გადაყლაპვა მისი არსებითი ენერგიის გაძლიერებას ნიშნავს. თუ მას არ ჩაყლაპავთ, ძალას დაკარგავთ.
როცა ავად ხართ, არ დაწვეთ თავით ჩრდილოეთისკენ. თუ გაღვიძებისთანავე ბევრს ილაპარაკებთ, ცხოვრებისეულ ენერგიას შეამცირებთ.
10. წელიწადის დროები
ზამთარში ფეხები დაითბეთ, თავი – გაიგრილეთ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიეცით თავსაც და ფეხებსაც გაგრილების საშუალება.
თუ ავად ხართ და ოფლიანობთ, არ დალიოთ ცივი წყალი – ეს გულსა და კუჭს ვნებს. გაზაფხულზე ან ზაფხულში დაწექით თავით აღმოსავლეთით, შემოდგომაზე და ზამთარში – დასავლეთითი. დაწექით გვერდზე, მუხლებმოხრილი. ასე ცხოვრებისეული ენერგიის მარაგი გაიზრდება.
ზაფხულში და შემოდფომაზე ადრე დაწექით და ადრე ადექტით. ზამთარში ადრე დაწექით და გვიან ადექით. გაზაფხულზე დაწექით, სანამ ჯერ კიდევ დღეა, და ადრე ადექით. მზის ამოსვლისას, შუა დღეს, სადილის შემდეგ, ბინდისა და შუა ღამის დროს, გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ პირი 7-ჯერ – ეს სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ და გააძლიერებს ძვლებს, კბილებს, კუნთებს, ფრჩხილებსა და თმას.