
ჩინელი ექიმები ამბობენ, რომ, როცა მერიდიანებისა და არხების გამტარობა შეფერხებული არაა, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები თავს არ იჩენს და ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს.
ჩვენ ხელებზე 6 არხი გვაქვს:
- დიდი თითი – ფილტვების არხი;
- საჩვენებელი თითი – მსხვილი ნაწლავი;
- შუა თითი – პერიკარდის არხი;
- არათითი – სამმაგი გამათბობელი;
- ნეკა თითი – გულის არხი;
- ხელის გულის ზურგი – ადამიანის ზურგი.
ჩვენ გთავაზობთ მარტივ გზას გულთან და კისრის მალებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად:
- ხელები ოდნავ გაჭიმეთ წინ.
- წარმოიდგინეთ, რომ თითო ხელში თითო ჭიქა გიჭირავთ.
- მტევნების მდგომარეობის უცვლელად, დაიწყეთ ორივე მაჯის შიგნითა მხარეს ჩატრიალება.
- გააკეთეთ 150 ჩატრიალება შიგნით და დააკვირდით, როგორც გრძნობთ თავს ამ დროს.
- შემდეგ 150-ჯერ გამოატრიალეთ გარეთ.
- ეს ყოველდღე უნდა გააკეთოთ. მალევე იგრძნობთ შვებას კისრის არეში, აღარ გეტკინებათ მხრებიც.
- თუ ხელების ტრიალი ცუდად ან საერთოდ არ გამოგდით, ესე იგი, გულთან და გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.
- შეგიძლიათ, საკმაოდ ძლიერად დააკაკუნოთ იდაყვის შიდა ნაკეციდან ოდნავ ზემოთ მდებარე წერტილებზე, ორივე ხელზე (150-ჯერ). თუ ტკივილი იგრძენით, ისევ და ისევ, გულის პრობლემები გაქვთ.
- თუ ძალიან დიდხანს იჯექით და გრძნობთ, რომ ზურგი გტკივათ, ხელის გულების ზურგები ერთმანეთს 150-ჯერ დაარტყით. ეს მონაკვეთი დაკავშირებული და ასეთი კაკუნი შვებას მოგგვრით.
ჩვენს ფეხებზე კი 6 მერიდიანია:
- 3 ფეხის გარეთა, 3 – შიგნითა მხარეს.
- ფეხის გარეთა მხარეს შუა (გვერდითი) ზოლი ნაღვლის ბუშტის არხია;
- წინა ნაწილზე ეს კუჭს უკავშირდება;
- ფეხის უკანა ნაწილზე – შარდის ბუშტს;
- ფეხების შიგნითა მხარეს შიდა (გვერდითა) მერიდიანი ღვიძლზეა პასუხისმგებელი;
- წინა ნაწილთან ახლომდებარე – ელენთასთანლ
- ხოლო ფეხის უკანა ნაწილზე მდებარე მერიდიანი – თირკმელთან,
ფეხებში სისხლის მიმოქცევა რომ გააუმჯობესოთ, ოდნავ წამოწიეთ ფეხები და დაიწყეთ ორივე ფეხის კოჭების ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ გადატრიალება (150-ჯერ ერთ და ამდენჯერვე მეორე მხარეს).
მაჯებისა და კოჭების ასეთი ტრიალი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შეგიძლიათ დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან ადგომამდე შეასრულოთ.