როგორ შევასწოროთ არასწორად დახატული წარბები

0
847

ახალ ვიზაჟისტს ვერ აუხსენით, რა გინდოდათ? ან თვითონ გაერთეთ წარბების ხატვაში? არაუშავს, ზედმეტად გამუქებული წარბის შესწორება სახლის პირობებშიც შეიძლება. მთავარია იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

წარბები იმიჯის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქცენტად ითვლება. თუ მას შესაფერისი ფორმა და საკმარისად მკვეთრი ფერი აქვს, კოსმეტიკის გამოყენება სულაც არაა საჭირო – სახე ისედაც ლამაზად გამოიყურება.

რეალურად, საგულდაგულოდ მოხატული წარბების ტრენდი ბიუთი-სფეროში სულ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და სიცოცხლე შთაბერა სხვადასხვა მასშტაბის ბროუ-სტუდიებს. თუმცა, დამეთანხმებით, რომ ისეთი ოსტატის პოვმა, რომელიც უსიტყვოდ გაიგებს თქვენს სურვილებს, თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით, როცა საუბარი წარბის სასურველ ფერზეა.

თუმცა, ბევრი ძველებურად, თვითნებურად ამჯობინებს წარბების შეღებვას. სახლის პირობებში ლამაზი ფერის მიღება უფრო რთულია, ოსტატები ხომ, ხშირად, რამდენიმე ფერს ურევენ, თქვენთვის იდეალური კომბინაცია რომ მიიღონ.

როგორც უკვე მიხვდით, წარბები არასწორად შეიძლება ნებისმიერ პირობებში შეიღებოს. სპეციალურად ამისთვის, ბროუ-ოსტატს პროფესიონალური დასაბანი და მოსაშორებელი საშუალებები აქვს, რომლებიც სიტუაციას უცებ გამოასწორებს.

მაგრამ, ოდესმე დაუყოვნებლივ გითქვამთ, რომ რაღაც არ მოგეწონათ? ან მაშინვე მიხვდით, რომ შედეგი არ გაკმაყოფილებთ? სწორედ ამიტომ, ხშირად, პრობლემის გადაჭრა ჩვენს კისერზეა. მაშ ასე,

როგორ მოვიშოროთ წარბიდან ზედმეტი კოსმეტიკა?

1. დაიწყეთ ზეთით

დიახ, წარბის ოსტატები წარბების ყოველდღიურ მოვლაში ზეთის გამოყენებას გვირჩევენ, შედეგის შესანარჩუნებლად. თუმცა, რეალურად, ზეთით უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაც შეიძლება! ამ მიზნით ნებისმიერი ზეთი გამოდგება. უხვად წაისვით იგი წარბებზე და დაელოდეთ 15-20 წუთი. შემდეგ ფრთხილად გაიწმინდეთ წარბი ბამბის დისკით. გაიმეორეთ პროცედურა 2-3-ჯერ და შეამჩნევთ, რომ წარბის ფერი შეიცვალა.

2. აქტიური მოძრაობები 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ზედმეტი კოსმეტიკის ხახუნით მოშორების მცდელობა ტრავმამდე მიგიყვანთ. თუმცა, თუ ამის სურვილი გაგიჩნდათ, სცადეთ ნაკლებად აგრესიული მეთოდები. მაგალითად, ნაზი სკრაბირება, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანი ღერების მოშორების შემდეგ ძალიან არ გაწითლებულა.

თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, სკრაბის გარეშეც გამოძვრებით. ფრთხილად გაიწმინდეთ წარბი კბილის ჯაგრისით – დასაბანი სასუალებით ან ჩვეულებრივი საპნით. თუ ელექტრო ჯაგრისი გაქვთ, მისი გამოყენებაც შეგიძლიათ. შედეგი უკეთესი და უსაფრთხოც იქნება.

3. ნუ მიმართავთ ქიმიას

ინტერნეტში ამ პრობლემასთან გასამკლავებლად მრავალ რჩევას იპოვით, ლიმონის წვენის, ნიშადურის სპირტის თუ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს მეთოდები ნაწილობრივ ეფექტურია, თუმცა, საშიშია კანისთვის, რომელმაც ისედაც გადაიტანა ტრავმა, ზედმეტი ღერების მოშორებისას.

ასეთი აგრესიული საშუალებების ნაცვლად, გამოიყენეთ გვირილის ნახარში. თუ არ დაგეზარებათ და კომპრესებს 2 დღის განმავლობაში რეგულარულად გაიკეთებთ, წარბები 1-2 ტონით გაღიავდება.

უფრო მძლავრი ეფექტისთვის კი სოდის ნიღაბი გამოგადგებათ. შეურიეთ სოდა შამპუნს და წაისვით მიღებული ფაფა 30 წუთით. ფერი გაუმჯობესდება.

სამწუხაროდ არასწორი შეღებვის მომენტალურად გამოსწორების გზა ჯერ არ არსებობს. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ოსტატთან უკმაყოფილების გამოთქმა, სწორედ მას შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება პროფესიონალური საშუალებებით.