
სარკე არა მხოლოდ ინტერიერს ალამაზებს, არამედ რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ის სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ოთახს სინათლით ავსებს. სარკის გარეშე ვერ შეძლებთ იმის დანახვას, თუ დღეს როგორ გამოიყურებით. ასეთი შეუცვლელი ნივთი სწორად უნდა გაწმინდოთ. გთავაზობთ საუკეთესო ხრიკებს, რომლებიც სარკეს ნაკაწრების გარეშე გაწმენდს.
როგორ გავწმინდოთ სარკე ნაკაწრების გარეშე სპეციალური საშუალებებით
სანამ სარკის გასაწმენდად ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიას გამოიყენებთ, ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. თუ საშუალებაზე ალერგია არ გაქვთ, საქმეს თამამად შეუდექით. მინის საწმენდი სითხე ეფექტურად მოგაშორებთ ნაკაწრებს, თუ დაუყონებლივ სპეციალური სარკის ჩვრით ან ზამშის ნაჭრით გაამშრალებთ. ითვლება, რომ სჯობს ნიშადურის სპირტის შემცველ საშუალებებს მოერიდოთ, რადგან მან შეიძლება ამალგამის ფენა დააზიანოს. სარკე შეგიძლიათ მინის საწმენდი სალფეთქით ან ოპტიკური მოწყობილობით გაწმინდოთ. მისი შეწოვა ნაკაწრების წარმოქმნაზე გაფრთხილებთ.
როგორ გავწმინდოთ სარკე შინაურული საშუალებებით
თუ ალერგიული ხართ ან მაღაზიის საყოფაცხოვრებო ქიმიას არ ენდობით, ხალხური რეცეპტების გამოყენება სცადეთ. როგორ გავწმინდოთ სარკე სახლის პირობებში?
ყველაზე მარტივი მეთოდი
თუ სარკის ზედაპირი ძლიერ ჭუჭყიანი არაა, წყალი და გაზეთი გამოიყენეთ. ამასთან გაზეთის ქაღალდი პრიალა არ უნდა იყოს. სარკეს ცოტა წყალი წაუსვით და ჯერ ბამბის შემცველი სალფეთქით, შემდეგ გაზეთის ქაღალდით გაამშრალეთ. ზოლები სრულად რომ მოაშოროთ, ბოლოს სუფთა და ახალი ქაღალდით გამოიყენეთ და სარკე წრიული მოძრაობით დაამუშავეთ, ერთი ნაწილიც არ გამოგრჩეთ.
ნიშადურის სპირტი
სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ საშუალება, რომელიც ეფექტურობით მინის საწმენდ სითხეს უტოლდება. გთავაზობთ 3 რეცეპტს ნიშადურის სპირტით:
- 200 მლ წყალი, 50 მლ გლიცერინი და 5 წვეთი ნიშადურის სპირტი აურიეთ. სარკეს წაუსვით და ჩვრით ან ქაღალდით გაამშრალეთ. მოსახერხებელია პულვერიზატორის გამოყენება, ასე სითხეს ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილებთ. თუ ასეთი ჭურჭელი არ გაქვთ, უბრალოდ ხსნარში სალფეთქი დაასველეთ და სარკეს წაუსვით.
- 1 მლ ნიშადურს სპირტი 1 ლ წყალში გახსენით. ამ ხსნარით სარკე დაამუშავეთ და გაამშრალეთ.
- ნიშადურის სპირტი და კბილის ფხვნილი თანაბარი პროპორციით აიღეთ. მიღებული პასტა სარკეს წაუსვით და წრიული მოძრაობით გაწმინდეთ. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ ნაკაწრები აღარ დარჩება. თუ სარკე თითის კვალით, ზეთზე ან ცხიმზე დაფუძნებული კოსმეტიკით არის დასვრილი, ეს საუკეთესო საშუალებაა.
უბრალო სპირტი
სარკე ნაკაწრების გარეშე რომ გაწმინდოთ, სპირტის შემცველი საშუალება უნდა გამოიყენოთ: ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო სპირტი, ასევე ძლიერი ალკოჰოლი ან ოდეკოლონი. შერჩეული საშუალება ზედაპირს წაუსვით და პირსახოცით ან გაზეთის ქაღალდით გაამშრალეთ.
ძმარი
- ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ და მიღებული ხსნარით სარკე გაწმინდეთ, შემდეგ გაამშრალეთ და მინის საწმენდი სპეციალური სალფეთქით ან ქაღალდით გააპრიალეთ.
- მე-2 რეცეპტი: 1 ს/კ ცარცი ან კბილის ფხვნილი, ამავე რაოდენობის ძმარი და 1 ჭიქა წყალი აურიეთ. შეათბეთ, 15-20 წუთით დააყენეთ, წყალი გადაასხით. მიღებული პასტა სარკეს წაუსვით და ნაჭრით, გაზეთით, ზამშის ნაჭრით ან სხვა მასალით გააპრიალეთ.
მარილი
1 ს/კ მარილი 1 ჭიქა წყალში გახსენით და სითხე მშრალი ქსოვილით სარკეს წაუსვით. გაზეთით გაამშრალეთ.
კარტოფილი
უმი კარტოფილი დაჭერით და სარკე გაწმინდეთ. 5 წუთით გააჩერეთ, ჯერ სველი ჩვრით ან გაზეთით, შემდეგ მშრალი ჩვრით გაწმინდეთ. შეგიძლიათ წყალში გაზავებული კარტოფილის სახამებელი გამოიყენოთ.
ხახვი
ხახვი შუაზე გაჭერით და სარკე გადანაჭერით გაწმინდეთ. შემდეგ ზედაპირი ძმრის სუსტი ხსნარით დაამუშავეთ – ასე ხახვის მკვეთრი სუნის განეიტრალებას შეძლებთ. სარკის ჩვრით გაპრიალება არ დაგავიწყდეთ.
ჩაის ნაყენი
მწვანე ჩაის ნაყენში 1 ჩ/კ მარილი და 1 ჭიქა წყალი დაამატეთ. ძველი კაპრონის კოლგოტი აიღეთ, მიღებულ ნარევში დაასველეთ და სარკე გაპრიალებამდე გაწმინდეთ.
როგორ მოვაშოროთ სარკეს სხვადასხვა სახის ლაქები
სანამ სარკის გაწმენდას შეუდგებით, ლაქები უნდა მოაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკაწრები გარდაუვალია. თითოეულ ლაქას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ნახეთ, როგორ უნდა მოაშოროთ კოსმეტიკის, წებოს და სხვა სახის ლაქები.
კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკის ლაქებს მიცერალური წყლით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით მარტივად მოიშორებთ.
ცხიმის კვალი
აქ, კვლავ ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაგეხმარებათ, რადგან ის სწორედ ცხიმის დასაშლელად არის შექმნილი. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქაღალდით გაწმინდოთ, შემდეგ კი სარკე საყვარელი მეთოდით დაამუშაოთ.
მარკერი, კალამი, ფლომასტერი
ბამბის დისკი სპირტში ან არაყში დაასველეთ და კვალი გაქრება.
მდგრადი და ძველი ლაქა
- მეტნაკლებად პრობლემური ლაქების წინააღმდეგ ჩვეულებრივი ლიმონი ეფექტურია. ხილი შუაზე გაჭერით და ლაქა დაამუშავეთ, შემდეგ ადვილად მოაშორებთ.
- ბებიების მეთოდი „ლილა“ – ნებისმიერ ლაქას მოგაშორებთ. რამდენიმე კრისტალი წყალში გახსენით და სარკე გაწმინდეთ.
დაბურული ნაწილები
- თუ სარკე დანისლული გახდა, რძე (დაბალპროცენტიანი ცხიმით) დაგეხმარებათ. ტექსტილის ხელსახოცით და რძით პრობლემური ადგილები დაამუშავეთ.
- თუ ეს მეთოდი ეფექტური არ აღმოჩნდა, წყალი, ნიშადურის სპირტი, მაგნიუმის მარილი და ბენზინი თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ნარევი კარგად შეანჯღრიეთ და სარკეს წაუსვით, შემდეგ ქაღალდით ან რბილი ჩვრით გაწმინდეთ. პროცედურის შემდეგ შენობა კარგად გაანიავეთ. ეს საშუალება უფანჯრო ოთახში, მაგალითად სააბაზანოში არ გამოიყენოთ.
კირქვის ნადები
- კირქვა მჟავის გავლენით იშლება, ამიტომ ასეთი ნადების მოსაშორებლად ძმარი გამოიყენეთ.
- სარკის ზედაპირზე კირქვის ნადების მოსაშორებლად ხშირად იყენებენ ცარცს ან კბილის ფხვნილს.
- ასევე სასარგებლოა სანტექნიკის საწმენდი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად კირქვის მოსაშორებლად არის შექმნილი.
წებო და სტიკერები
- წებოს კვალი ცხელი წყლით დაამუშავეთ და ნაზად აფხიკეთ.
- ასეთი ლაქა შეგიძლიათ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხით მოაშოროთ.
- თუ სამზარეულოში მარგარინი გაქვთ, ცოტა მარგარინი გაადნეთ და სტიკერის კვალს წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ წებოვან კვალს ადვილად მოაშორებთ.
- ძველი სტიკერების მოსაშორებლად ფენი გამოიყენეთ, შემდეგ მოაშორეთ.
სარკის მოვლის წესები
როგორც უკვე გითხარით, სარკის გასაწმენდად ნებისმიერი სარეცხი „საშუალება“ არ გამოგადგებათ. სჯობს სპეციალური მინის საწმენდი სითხე ან გამოცდილი ხალხური მეთოდი გამოიყენოთ. კიდევ რა უნდა იცოდეთ სარკის მოსავლელად?
- ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად სპეციალური მიკროფიბრის სალფეთქი, ქაღალდის ან ვაფლის პირსახოცი გამოიყენეთ. ან ძველებურად გაზეთით გამშრალება სცადეთ.
- სარკის ზედაპირზე უხეში ღრუბელი და აბრაზიული საშუალება არასდროს გამოიყენოთ.
- ფანჯრის მოპირდაპირედ ფანჯრის დაკიდება არ ღირს, რომ მზის სინათლისგან დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფად დანისლული გახდება.
- სარკე სინესტისგან და მუქი ლაქებისგან რომ დაიცვათ, ზედაპირი 1 ნაწილი გამდნარი ცვილის და 2 ნაწილი სკიპიდარის ნარევით დაამუშავეთ.
- თუ სარკის წინ თმის ლაქს ხშირად იყენებთ, წინასწარ სარკე არყით ან ოდეკოლონით დაამუშავეთ.