ნიღაბი, რომელსაც ბევრი არაბი ქალი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად იყენებს

0
934

Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სახის ნიღაბს, რომელსაც არაბულს ვუწოდებთ, რადგან მის შესახებ ერთმა კაიროელმა ქალმა გვიამბო. მისი თქმით, ბევრი არაბი ქალი იყენებს ამ ნიღაბს (სხვადასხვა ვარიაციით) სახის კანის გასათეთრებლად და აღსადგენად, ასევე წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად და სახის ოვალის გამოსაკვეთად.

ნიღაბი მარტივი და ეფექტურია. მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის კვერცხი
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი
  • E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი

არაბული ნიღბის მომზადება:

1. მინის ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ. კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ, რომ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთს აერიოს, როგორც ომლეტის მომზადების დროს. 3 ჩაის კოვზი კვერცხის მასა დაგჭირდებათ.

2. ლიმონის ცედრა წვრილ სახეხზე გახეხეთ. მთელი ლიმონიდან დაახლოებით 1,5-2 ჩ/კ ლიმონის ცედრას მიიღებთ.

3. ლიმონი შუაზე გაჭერით და ცალკე ჭურჭელში წვენი გაწურეთ.

4. თავისუფალ ჭურჭელში 3 ჩაის კოვზი კვერცხი ჩაასხით, 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თუ ლიმონის ცედრა დაგრჩათ, მომავალი პროცედურისთვის შეინახეთ. პოლიეთილენის პარკში შეინახეთ, რომ არ გახმეს.

5. მიღებულ მასას 5-6 წვეთი E ვიტამინი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ. თქვენი ნიღაბი მზადაა!

წინასწარ გასუფთავებულ სახის და ყელის კანზე ნიღაბი წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 3–ჯერ, 1 თვე ჩაიტარეთ. კანი გათეთრდება, უფრო ჯანსაღი, დაჭიმული და მკვრივი გახდება, ნაოჭები გასწორდება.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. ამისთვის ცოტა საშუალება მაჯაზე ან იდაყვის შიდა მხარეს წაისვით, თუ ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, წვა, სიწითლე ან სხვა უსიამოვნება) არ გამოვლინდება, შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ.