კორეელი ქალები ირწმუნებიან, რომ ეს ნიღაბი ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც უმკლავდება

0
872

ჩემს მეგობარს კორეული ფესვები აქვს. ერთხელ, მასთან სტუმრად ჩამოვიდა დეიდა, რომელიც ძალიან ამაყობს, რომ კორეელია. ასაკოვანია, მაგრამ საკმაოდ აქტიური. ყოველ საღამოს ნიღაბს იკეთებდა, რაც მისი მკაცრი წესი იყო. როცა ვკითხე, თუ რა ნიღაბი იყო, მეგობარმა მითხრა, რომ ეს ძველი კორეული რეცეპტია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

უნდა ითქვას, რომ კორეელი დეიდა ახალგაზრდულად არ გამოიყურება, მაგრამ ღრმა ნაოჭები ნამდვილად არ აქვს. ნიღბის რეცეპტი ვთხოვე და აღმოჩნდა, რომ მოსამზადებლად ძალიან მარტივია. Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, კორეული სახის ნიღაბი აუცილებლად სცადოთ, თუ ღრმა ნაოჭების მოშორება გსურთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • თბილი რძე
  • 1 კვერცხის გული
  • ½ ჩ/კ ყურძნის კურკის ზეთი

მომზადება:

  1. მინის ჭურჭელში კაკაო ჩაყარეთ და სქელი არაჟნის მიღებამდე თბილი რძე დაუმატეთ.
  2. ამის შემდეგ კვერცხის გული დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. ზეთი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

ნიღაბი სუფთა სახეზე წაისვით, ოდნავ გაშრობა აცადეთ და მეორე ფენა გადაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ყოველდღიური სახის კრემი წაისვით, თუ ამის აუცილებლობა გაქვთ.

ნიღაბი წვრილ ნაოჭებს ასწორებს, ღრმა ნაოჭების სიღრმეს ამცირებს, კანს მოქნილობას და სიმკვრივეს უბრუნებს. ეს კორეელი ქალების ერთ–ერთი საყვარელი ნიღაბია.