
სახლის კოსმეტიკა ძალიან ეფექტურია და ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მთავარია, რეგულარულად გამოიყენოთ. თუ შინაურულ ნიღბებს სისტემატურად გაიკეთებთ, შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ. სახის მოსავლელად შინაურული ნიღბები შესანიშნავი ვარიანტია, განსაკუთრებით, თუ მზა კოსმეტიკაში შემავალ ქიმიას ვერ ეგუებით.
შინაურულ მოვლას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და სულ ტყუილად. ნიღბები, რომელთაც ჩვენი კანის მახასიათებლების გათვალისწინებით ვამზადებთ, ბევრი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კარგ ანტიასაკობრივ და გამამკვრივებელ სახის ნიღაბს. ის კანს შესანიშნავად აჯანსაღებს, ტონუსს და მოქნილობას მატებას, ნაოჭებს ასწორებს.
ამ ჯადოქრობისთვის დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ სახამებელი
- 1 ჩ/კ ალოს წვენი ან ალოეს გელი
- 1 ჩ/კ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
- 10 წვეთი სეზამის ზეთი
მომზადება:
1. სახამებელი მინის ჭურჭელში მოათავსეთ. 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი გაწურეთ და სახამებელს დაუმატეთ. აურიეთ.
2. ალოეს წვენი ან გელი, ასევე სეზამის ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
გამოყენება:
მიღებული ნიღაბი წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თქვენი სახის კრემი წაისვით.
ასეთი ნიღაბი ყოველ მეორე დღეს 3 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ და ნახავთ, თუ როგორ დაიჭიმება თქვენი კანი, განახლდება, უფრო მკვრივი გახდება და ნაოჭები გასწორდება.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი საშუალების გამოყენების წინ მგრძნობელობაზე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. ამისთვის მაჯაზე ან იდაყვის შიდა მხარეს ცოტა საშუალება წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ. თუ ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, წვა, სიწითლე ან სხვა უსიამოვნება) არ გამოვლინდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენებაზე უარი თქვით, როგორი კარგი შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეს.