კონკიას ნიღაბი ნაოჭებს და ჩამოწელილ კანს აქრობს

0
407

თითოეულ ქალს თავისი შეხედულება აქვს, თუ როგორ იზრუნოს სახესა და სხეულზე ახალგაზრდობის და სილამაზის დიდხანს შესანარჩუნებლად. თუ ჩვენს სტატიებს ხშირად კითხულობთ, იცით, რომ შინაურული მოვლის მოყვარულები ვართ – სახლში, საკუთარი ხელით მომზადებულ ნიღბებსა და კრემებზე ვგიჟდებით. შინაურული სახის და სხეულის მოვლის საშუალებებში ნატურალური პროდუქტები შედის, ქიმიას და კონსერვანტებს არ შეიცავს. სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით ნატურალური ზეთის ეფექტი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე შეძენილი პროდუქტების.

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ერთი შესანიშნავი ნიღბის რეცეპტს. რატომღაც მას კონკიას ნიღაბს უწოდებენ. ალბათ, იმიტომ, რომ დაღლილ სახეს შესანიშნავად აჯანსაღებს, ატენიანებს, კვებავს, ბზინვარებას მატებს, ჩამოწელილ კანს ჭიმავს, ნაოჭებს აქრობს. ჩვენ, ყველა ცოტა კონკია ვართ და ასეთი ნიღაბი ნამდვილად გამოგვადგება.

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ არაჟანი
  • დანის წვერით, მწიკვი კურკუმა. კურკუმა კანს ღებავს, მაგრამ არაჟანი ათეთრებს. და მაინც, კურკუმა ძალიან ცოტა უნდა აიღოთ.
  • 1 ჩ/კ ატმის ან გარგარის ზეთი. თუ არ გაქვთ ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.
  • 10 წვეთი E ვიტამინი

მომზადება და გამოყენება:

1. მინის პატარა ფიალაში არაჟანი მოათავსეთ, კურკუმა დაუმატეთ და აურიეთ.

2. ზეთი და ვიტამინი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. აი, ასეთი ნარევი უნდა მიიღოთ.

3. წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე ნიღაბი წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თქვენი სახის კრემი წაისვით. კონკიას ნიღაბი კვირაში 2–3–ჯერ, 1 თვის განმავლობაში გამოიყენეთ. კანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სასიამოვნო პროცედურას გისურვებთ!