
ამ საშუალების შესახებ ერთი ძალიან მოხუცი ქალისგან, პროფესორისგან შევიტყვე. ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ძალიან მსურდა მეკითხა, თუ ამას როგორ ახერხებდა, მაგრამ რატომღაც მეუხერხულებოდა. თავისი ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლოს შესახებ თავად მიამბო: „ალბათ, გსურთ მკითხოთ, თუ როგორ ვახერხებ ახალგაზრდობის შენარჩუნებას? ყველაფერი ძალიან მარტივია – საიდუმლო ქარვის მჟავის ნიღბებშია“. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ანტიასაკობრივი ნიღაბი ქარვის მჟავით.
როგორც აღმოჩნდა, ის წლების განმავლობაში, კვირაში ერთხელ ქარვის მჟავის ნიღაბს იკეთებს. ამასთან დააზუსტა, რომ ეს მშრალი კანის შემთხვევაში. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნიღაბი კვირაში 2–3–ჯერ უნდა გაიკეთოთ.
როგორც პროფესორი ამბობს, ქარვის მჟავას ანტიასაკობრივი და აღმდგენი თვისებები გააჩნია. ის კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მას ჟანგბადით ამდიდრებს, ჩამომჭკნარ კანის ზედაპირს ებრძვის და სიბერის ნიშნებს (ჩამოწელილი კანი, ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭები) აქრობს.
ქარვის მჟავის გამოყენება არ ღირს, თუ ინდივიდუალური აუტანლობა გაქვთ. სწორედ ამიტომ, გამოყენებამდე ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ.
ვამზადებთ ჯადოსნურ სილამაზის ნიღაბს. 2 აბი ქარვის მჟავა ფხვნილის მიღებამდე დაფშვენით. შემდეგ მდუღარე წყალი დაუმატეთ ისე, რომ წელვადი ფაფა მიიღოთ. ბამბის დისკით სუფთა სახის კანზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ჩვეულებრივი კრემი წაისვით.
მშრალი კანის მფლობელებმა ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთონ. აი, ასე მარტივად მზადდება სილამაზის ანტიასაკობრივი ნიღაბი.