5 პოპულარული პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიონ

0
900

მიოკარდიუმის ინფარქტის გამოწვევა ბევრ რისკფაქტორს შეუძლია, მათ შორისაა არასწორი კვება. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი კვების პროდუქტები ზრდიან არასასურველი მოვლენის ალბათობას.

შემწვარი კერძები

ცეცხლსა და ცხიმში მომზადებული კერძები წონის მატებას, სისხლში ქოლესტერინის ზრდას იწვევენ. ყოველდღიურად შემწვარი კერძების მიღება ადამიანის სისხლძარღვებში ცვლილებებს და არტერიული წნევის ზრდას იწვევს. ეს ფაქტორები გულის შეტევის რისკს 23%–ით ზრდის.

გაზიანი სასმელები

სასმელები კბილების მდგომარეობასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენენ. მათში შაქრის დიდი შემცველობა საფრთხის შემცველია. დიეტურ გაზიან სასმელს შაქრის ნაცვლად დამატკბობელს უმატებენ, რომელიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ასეთი სასმელი შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, სიმსუქნეს ხელს უწყობს, რაც თავის მხრივ, გულზე გავლენას ახდენს და ინფარქტს იწვევს.

კვერცხი

ამ პროდუქტის ყოველდღიურად მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მნიშვნელოვანია, რომ დღეში ერთზე მეტი კვერცხი არ მიიღოთ. კვერცხის ჭარბად მირთმევა გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაზიანების ალბათობას ზრდის.

წითელი ხორცი

პროდუქტი შეიცავს ცხოველურ ცილებს, რომელიც ენერგიის საწარმოებლად აუცილებელია. თუმცა მასში შედის ქოლესტერინიც, რომლის ჭარბი რაოდენობა სისხლძარღვებში ფოლაქების წარმოქმნას და სისხლის მიმოქცევის დაბლოკვას იწვევს. ასეთი სიტუაცია კი გულის შეტევის განვითარებას ხელს უწყობს. თუ წითელ ხორცს ყოველდღე მიიღებთ, ინფარქტის რისკი 28%–ით გაიზრდება.

ბეკონი

შენახვის ვადის გასაზრდელად დამუშავებულ კვების პროდუქტებს ბევრ მარილს უმატებენ. ბეკონში ცხიმის ფენები სისხლში ქოლესტერინს ზრდის. ორივე ფაქტორი ზედმეტ კილოგრამებს იწვევენ და გულის შეტევის რისკს ზრდიან.