
ინსულტი საშინელი დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ასაკში შეიძლება თავს დაგატყდეს.ტელევიზორს უყურებთ ან მაღაზიაში მიდიხართ და უცებ „მორჩა“! დამოუკიდებლად საკუთარ თავს ვერ დაეხმარებით. ისღა დაგრჩენიათ სხვისი დახმარების იმედად იყოთ.ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ – ეს სიტუაცია არ დაუშვათ! ყოველთვის ჯანმრთელობის სადარაჯოზე უნდა იყოთ, ამიტომ დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ 5 სიგნალზე, რომელიც მოახლოებულ ინსულტზე გაფრთხილებთ.შეგახსენებთ, თუ ინსულტის შეტევიდან 3 საათის განმავლობაში კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაგიწევენ, შეიძლება შეტევის საშიში შედეგები არ გამოვლინდეს და პაციენტის მომავალ ცხოვრებაზე გავლენა არ მოახდინოს!
სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ტელეფონით აუცილებლად შეატყობინეთ სიმპტომები და პაციენტის მდგომარეობა აღწერეთ. პუნქტები, რომლითაც შეიძლება დავადგინოთ, რომ ადამიანს ინსულტის შეტევა ჰქონდა:
- ენის პოზიცია. ადამიანს ენის ჩვენება სთხოვეთ. თუ ის არაბუნებრივ მდგომარეობაში ან მოხრილია, ეს ერთ–ერთი „ზარია“.
- ხელები მაღლა ასწიეთ. დაზარალებულს ხელების მაღლა აწევა სთხოვეთ. თუ ამას ვერ ან ნაწილობრივ ახერხებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას აუცილებლად შეატყობინეთ.
- მეტყველება. პაციენტს მარტივი წინადადების ან რამდენიმე დაკავშირებული სიტყვის წარმოთქმა სთხოვეთ (მაგალითად, თავს ცუდად ვგრძნობ). ინსულტის დროს ადამიანს ლაპარაკი უჭირს და მისი ხმა შეიძლება „მთვრალი“ მოგეჩვენოთ.
- ღიმილი. ადამიანს გაღიმება სთხოვეთ. თუ ამას ვერ აკეთებს ან ღიმილმა ირიბი იერი მიიღო, ეს ინსულტია.
თუ დაზარალებულში ზემოთ მოცემული ნიშნებიდან ერთ–ერთს მაინც ამჩნევთ, სასწრაფო დახმარება დროულად გამოიძახეთ და მდგომარეობა აღუწერეთ.თუ თქვენში ან თქვენს ახლობელში 3 ან მეტი სიმპტომი შენიშნეთ, დაჟინებით გირჩევთ, ექიმს მიმართოთ!
როგორც წესი, ეს სპონტანური თავის ტკივილით იწყება. ნებისმიერი მიზეზით! მსუბუქი განცდა, ამინდი, კამათი, ყვირილი და ა.შ. შემდეგ ამას უერთდება თავბრუსხვევა. ისიც შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დაგატყდეს. თუ ამ ნიშნებს უგულებელყოფთ, დროთა განმავლობაში მეხსიერებაში გარღვევები და ყურებში ხმაური დაიწყება. თუ ამ მომენტამდე ინსულტი არ მოხდა, მალე მოძრაობის დარღვევა, კიდურების გაშეშება დაიწყება.
ცხოვრება ყველაზე ღირებული რამაა, რაც გვაქვს! საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ!