აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, რომელი საქმიანობაა თქვენთვის იდეალური

0
1032

ძალიან კარგა, როცა ადამიანი სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობს. ამისთვის გარშემო სასიამოვნო ადამიანები, შინ – მყუდრო ატმოსფერო და, რაღა თქმა უნდა, საყვარელი სამსახური უნდა ჰქონდეს. თუ ეს ჰარმონია არ არსებობს, ანუ, ერთ-ერთ სფეროში დისბალანსია, გააანალიზეთ გარემოცვა, გადახედეთ საკუთარ საცხოვრებელს. თუ დისკომფორტს არ იგრძნობთ, ესე იგი უბედურების მიზეზს სამსახურში იპოვით.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც იდეალურ სამსახურს გაპოვნინებთ.

1. რვა კვერთხი

უწყვეტ აქტივობაზე მიუთითებს. თქვენი ბუნება მუდმივად ეძებს თავგადასავალს, ამიტომ, პროფესია ენერგიის გამოთავისუფლების საშუალებას უნდა გაძლევდეთ.

2. თასთა დედოფალი

ცნობისმოყვარეობისა და ხასიათის სიძლიერის სიმბოლოა. აირჩიეთ პროფესია, რომელიც უკავშირდება ახალი ცოდნის მიღებას, ექსპერიმენტების ჩატარებასა და ინიციატივის გამოვლენას.

3. სამყაროს კარტი

იგი თქვენს შემოქმედებით გონებაზე მიუთითებს. აირჩიეთ ისეთი სამსახური, რომელიც შემოქმედებისა და თვითგამოხატვის საშუალებას მოგცემთ.

4. მთვარე

ამ კარტს ირჩევენ ის ადამიანები, რომლებსაც სამყაროზე რეალური შეხედულება და ძლიერი ორგანიზაციული უნარები აქვს. აირჩიეთ პროფესია, რომელიც დახარჯული ენერგიისა და ძალის შესაფერის საპასუხო სარგებელს მოგიტანთ.

თქვენ სად მუშაობთ? რამდენად მოგწონთ თქვენი სამსახური?